ესპანელი მცველი მიგელ გუტიერესი იტალიური „ნაპოლიდან“ გერმანულ ლევერკუზენის „ბაიერს“ შეუერთდა. ამის შესახებ „ბაიერის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია.
„ბაიერმა“ ესპანელი მარცხენა მცველი მიგელ გუტიერესი „ნაპოლიდან“ დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გუტიერესი მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია და ერთი წლის წინათ „ჟირონადან“ იტალიაში გადავიდა. „ნაპოლის“ შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდა. ლეგენდარულმა კლუბმა“ გასულ სეზონში სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა“, - წერს „ბაიერის“ პრესსამსახური.
იტალიის ჩემპიონატის 2025/2026 წლების სეზონში მიგელ გუტიერესმა 28 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ასევე ჩემპიონთა ლიგის ხუთი მატჩი ჩაატარა.





