სხვა

12:05 | 3.08.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალი აბდელაზიზი: "უსმან ნურმაგომედოვი ილია თოფურიას დაანოკაუტებს"

უსმან ნურმაგომედოვი, რომელიც PFL-ის მსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია დიდი ალბათობით UFC-თან უახლოეს პერიოდში გააფორმებს კონტრაქტს.ამასთან დაკავშირებით, მისმა აგენტმა ალი აბდელაზიზმა საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ ნურმაგომედოვი ილია თოფურიას შეხვდება, ის მას მეოთხე რაუნდში დაანოკაუტებს.

"არავინ მიჯერებდა, მაგრამ ყველას ვეუბნებოდი, რომ ჯასტინ გეიჯის ილია თოფურიას დამარცხება შეეძლო და ასეც მოხდა. ახლა ვამბობ, რომ თუ უსმან ნურმაგომედოვისა და ილია თოფურიას ბრძოლა შედგება, ის ილიას მეოთხე რაუნდში დაანოკაუტებს. ყველას ჰგონია, რომ უსმანი მხოლოდ ფეხზე ბრძოლაშია ძლიერი, მაგრამ ეს ასე არ არის.

უსმანს წარმოუდგენლად კარგი ჭიდაობა აქვს და ამასთან ერთად მისი მიწაზე გადაყვანა ძალიან რთულია. მიუხედავად ყველაფრისა, თუ ბრძოლა მიწაზე გაგრძელდება არც ეს იქნება პრობლემა, რადგან უსმანი მეტოქეს ყველა პოზიციიდან აიძულებს დანებებას", - განაცხადა ალი აბდელაზიზმა.

ცნობისთვის, უსმან ნურმაგომედოვმა ბოლო ბრძოლა 31 ივლისს გამართა, სადაც არჩი კოლგანი პირველსავე რაუნდში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162017