უკრაინის პრემიერლიგის პირველ ტურში ოდესის „ჩერნომორეცი“ „პოლისია ჟიტომირთან“ 1:2 დამარცხდა, გიორგი რობაქიძემ კი გოლი გაიტანა.
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მე-13 წუთზე შესანიშნავი დარტყმით გახსნა ანგარიში, თუმცა, ოდესელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, მერე ორი გოლი გაუშვეს და მარცხი განიცადეს. რობაქიძე მოედანზე შეუცვლელად იყო, ხოლო სტუმართა შორის გიორგი მაისურაძე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.







