რუმინეთის ჩემპიონატის მესამე ტურში „კრაიოვამ“ „პეტროლული“ 4:0 გაანადგურა, ხოლო ანზორ მექვაბიშვილმა საგოლე პასი მიითვალა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 75 წუთის განმავლობაში იყო, ხოლო 10 წუთით ადრე საიმონ ელისორი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ანგარიში 4:0 გახადა.
მექვაბიშვილისთვის რუმინეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ეს პირველი საგოლე პასია, მაგრამ თითო ასისტი მას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპსა და რუმინეთის სუპერთასზეც აქვს.
„კრაიოვა“ 6 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „არჟერსს“ შეხვდება, თუმცა მანამდე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ „კუპსს“ გაეჯიბრება.







