საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები აგვისტოში 4 მატჩს ჩაატარებს.
ოფიციალურ მატჩებამდე, ნაკრები 19 აგვისტოს დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანს, 23 აგვისტოს კი ღია ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს.
ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპს მონტენეგროსთან (28 აგვისტო, თბილისი) და პორტუგალიასთან (31 აგვისტო, პორტუგალია) მატჩებით დაიწყებენ.
საქართველო VS ისრაელის თამაშის ბილეთების გაყიდვა 3 აგვისტოს, ხოლო საქართველო VS მონტენეგროს თამაშის ბილეთების გაყიდვა 10 აგვისტოს, biletebi.ge-ზე დაიწყება.







