ფეხბურთი

2:15 | 30.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის გადამწყვეტი პენალტი "კომოსთან"

„ვილიარეალი“ იტალიის ქალაქ კომოში, „კომოს თასზე“ თამაშობს, რომელიც ამხანაგური ტურნირია და ესპანური გუნდი ფინალში გავიდა.

ტურნირის ფორმატის თანახმად, ნახევარფინალში მონაწილე გუნდებმა ორ-ორი მატჩი ჩაატარეს, ოღონდ, ერთი შეხვედრა მხოლოდ ერთი ტაიმი გრძელდებოდა - 45 წუთი. „ვილიარეალმა“ პირველ შეხვედრაში „ალ-ულა“ 3:0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ მასპინძელ „კომოს“ დაუზავდა - 1:1. ამ თამაშის ბედი პენალტებში გადაწყდა, სადაც ესპანელებმა 3:1 მოიგეს, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ თავისი გუნდის გადამწყვეტი, მესამე პენალტი გაიტანა.

პირველ აგვისტოს, „ვილიარეალი“ ტურნირის ფინალში „ლანსს“ შეხვდება. მიქაუტაძის გუნდი კიდევ გამართავს შემდეგ სპარინგებს, ხოლო 16 აგვისტოს, ლა ლიგის პირველ ტურში „რასინგს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169563