იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ“ „ჯენოას“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 1:2 დამარცხდა.
ქართველ მცველს ისევ არ მისცემია სათამაშო დრო, რასაც 29 ოქტომბრის შემდეგ მოკლებულია, როცა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ შეცდომები დაუშვა. მას მერე, „უდინეზეს“ მთავარი მწვრთნელი კოსტა რუნიაიჩი მას აღარ ენდობა.
„უდინეზე“ 18 ქულით მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 14 დეკემბერს, „ნაპოლის“ უმასპინძლებს.






