სტამბოლის „გალათასარაის“ ზამთრის სტარანსფერო პერიოდში შეტევის გაძლიერება სურს და როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, სამიზნე ადემოლა ლუკმენია.
ნიგერიელ შემტევს „ატალანტას“ ხელმძღვანელობასთან პრობლემები აქვს და დიდი შანსია, კლუბი დატოვოს. ჯერჯერობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა.
მიმდინარე სეზონში ლუკმენმა 13 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო 2022 წლიდან „ატალანტას“ მაისურით 131 შეხვედრაში 55 გოლი აქვს გატანილი.






