ფორმულა 1-ის 2025 წლის სეზონი დრამატული ფინალით დასრულდა და 2021 წლის შემდეგ პირველად, გამარჯვებულის ბედი ბოლო რბოლაში გადაწყდა. მსოფლიოს 35-ე ჩემპიონი მაკლარენის ბრიტანელი პილოტი ლანდო ნორისი გახდა.
ნორისმა აბუ დაბის გრან პრი მესამე პოზიციაზე დაასრულა, თუმცა საერთო ჩათვლაში „რედ ბულის“ მრბოლელ მაქს ფერსტაპენს აჯობა, რომელმაც ბოლო რბოლა 12.5 წამიანი უპირატესობით მოიგო.
ლანდოს 423 ქულა დაუგროვდა და კარიერის პირველი ტიტული მოიპოვა, ფერსტაპენი კი ჩემპიონს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა. წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო მაკლარენისთვის, რადგან 17 წლიანი პაუზის შემდეგ მათ რიგებში კვლავ არის მსოფლიო ჩემპიონი. გარდა ამისა მესამე ადგილზე 410 ქულით მათი კიდევ ერთი პილოტი ოსკარ პიასტრი გავიდა.
მეოთხეზე მერსედესის წარმომადგენელი ჯორჯ რასელი გავიდა. რაც შეეხება ფერარის - მათი პილოტები შარლ ლეკლერი და ლუის ჰამილტონი 242 და 156 ქულებით მე-5, მე-6 პოზიციას დასჯერდნენ. ნორისი ფერსტაპენისა და პიასტრის ბრძოლა კი რეკორდულ დაძაბულობას იძენს და ფორმულა 1-ში ახალი ერა იწყება.









