ფეხბურთი

0:18 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ლიდსმა“ პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში „ლივერპულთან“ მარცხი 90+6 წუთზე აიცილა თავიდან

ინგლისის პრემიერლიგის 2025/2026 წლების სეზონის მე-15 ტურის მატჩი „ლიდს იუნაიტედსა“ და „ლივერპულს“ შორის 3:3 დასრულდა.

უგო ეკიტიკემ სტუმრები 48-ე წუთზე დააწინაურა, ხოლო მეორე გოლი 50-ე წუთზე გაიტანა. დომინიკ კალვერტ-ლუინმა 73-ე წუთზე პენალტით ანგარიში აღადგინა, ხოლო ანტონ სტახმა 75-ე წუთზე გაათანაბრა. დომინიკ სობოსლაიმ მერსისაიდელთა მესამე გოლი 80-ე წუთზე გაიტანა. აო ტანაკამ ანგარიში 90+6 წუთზე გაათანაბრა.

ამ თამაშის შემდეგ, „ლიდს იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 15 ქულით მე-16 ადგილზეა. „ლივერპული“ 23 ქულით მერვეზე.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-15 ტური. 6 დეკემბერი: ასტონ ვილა - არსენალი 2:1, ბორნმუთი - ჩელსი 0:0, მანჩესტერ სიტი - სანდერლენდი 3:0, ნიუკასლი - ბარნლი 2:1, ტოტენჰემი - ბრენტფორდი 2:0, ევერტონი - ნოტინგემ ფორესტი 3:0, ლიდსი - ლივერპული 3:3

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086252