ფეხბურთი

23:24 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე სავარაუდოდ, მომდევნო მატჩს გამოტოვებს

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ „ნორვიჩ სიტისთან“ მატჩის (3:2) შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე ზუსტი პროგნოზი ვერ გააკეთა.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ესპანელი სპეციალისტი არ არის დარწმუნებული, რომ ჩაკვეტაძე 9 დეკემბერს, „შეფილდ უენსდეისთან“ მატჩში მონაწილეობის მიღების შეძლებს.

"არ ვიცი, რადგან სრული ინფორმაცია არ მაქვს. ახლა არ ვარ დარწმუნებული, მზად იქნება თუ არა ის მომდევნო მატჩისთვის", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.

გიორგიმ დაზიანება მეტოქის მეკარესთან, ვლადან კოვაჩევიჩთან შეჯახებისას მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა. იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ მატჩის შემდეგ გამარჯვება ჩაკვემ თანაგუნდელებთან ერთად გასახდელში იზეიმა. როგორი სახის და რა სიმძიმის ტრავმაა, ეს წესით, უახლოეს დღეებში სამედიცინო შემოწმებით უნდა გამოჩნდეს. მიმდინარე სეზონში ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ მაისურით მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

„უოტფორდს“ ჩემპიონშიფში 27 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო ტურში 9 დეკემბერს, „შეფილდ უენსდეის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099421