მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ პარალელები გაავლო ფრანგ თავდამსხმელ კილიან მბაპესა და პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს შორის. სპეციალისტმა შეაფასა მბაპეს როლი გუნდში და ხაზი გაუსვა იმ თვისებებს, რომლებიც ამ ორ მოთამაშეს აერთიანებს.
„კილიანი დიდ გზაზეა, რომ თავისი კვალი დატოვოს „რეალის“ ისტორიაში, ისევე როგორც ეს კრიშტიანუმ გააკეთა. მისი ამბიცია და სტატისტიკა... ის ერთ-ერთი ასეთი რჩეულია. მასთან ყოველდღიური მუშაობა ნამდვილი სიამოვნებაა. მბაპეს სურვილი, გავლენა მოახდინოს სხვებზე, მისი საოცარი ენერგია - ეს არის ის, რაც მას და კრიშტიანუს აერთიანებთ. ამას მათ საერთო ნიშან-თვისებად მივიჩნევ.
„კრიშტიანუ კრიშტიანუა, კილიანი კილიანი. ორივე შესანიშნავი მოთამაშეა. ძალიან გაგვიმართლა, რომ კილიანი გუნდში გვყავს. მისი პოტენციალი სრულად უნდა გამოვიყენოთ“, - ციტირებს ალონსოს სიტყვებს AS.






