ფეხბურთი

18:50 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის ბრწყინვალე გოლი და "ვილიარეალის" ზედიზედ მე-6 მოგება ლა ლიგაში

ესპანეთის ლა ლიგაში „ვილიარეალმა“ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ უგოლო სერია შეწყვიტა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

ქართველი მე-15 ტურში „ხეტაფესთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაშიც დაბრუნდა, ხოლო 64-ე წუთზე ულამაზესი ეპიზოდი შემოგვთავა, როცა მეკარეს მოხდენილად გადაუგდო ბურთი თავზე და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. მარსელინოს გუნდი მანამდე ტეჯონ ბიუქენენის გოლით იგებდა.

გიორგიმ ცოტა ხანში კიდევ გაიტანა, მაგრამ საგოლე პასის ავტორ მოლეიროზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა, თორემ ქართველი დუბლს ასრულებდა. ის მე-80 წუთზე შეცვალეს, ხოლო მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

გიორგი მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. კონკრეტულად ლა ლიგაში მის ანგარიშზე 10 შეხვედრაში 3 გოლი და 2 ასისტია.

„ვილიარეალისთვის“ ეს ლა ლიგაში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო, 35 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას“, ხოლო ერთი ქულით „რეალს“. მარსელინოს გუნდი მომდევნო ტურში 14 დეკემბერს, „ლევანტეს“ ესტუმრება, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე 10 დეკემბერს, „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089447