ფეხბურთი

18:41 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" "არსენალსაც" მოუგო

ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურში ლონდონის „არსენალი“ „ასტონ ვილას“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რადგან მარცხი განიცადა.

უნაი ემერის გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს მეტი კეშის გოლით დაწინაურდა, რასაც მეორე ნახევრის სტარტზე ლეანდრო ტროსარმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ემილიანო ბუენდიამ შეაგდო და ბირმინგემელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

„მანჩესტერ სიტის“ შანსი აქვს, ამ ტურში გამარჯვებით „არსენალს“ ორ ქულაში მიუახლოვდეს და სიტუაცია დაიძაბოს, რადგან მიკელ არტეტას გუნდს ამჟამად 33 ქულა აქვს, ხოლო მომდევნო ტურში „ვულვზს“ უმასპინძლებს.

„ასტონ ვილამ“ საწყის ხუთ ტურში 3 ქულა მოიპოვა (3 ფრე, 2 წაგება), მას შემდეგ კი 10 თამაშიდან 9 მოიგო და ერთადერთხელ დამარცხდა (ლივერპულთან), რის შედეგადაც, 30 ქულით მეორე ადგილზეა და „არსენალს“ ქულით ჩამორჩება.

„ასტონ ვილა“ – „არსენალი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 კეში (36), 1:1 ტროსარი (52), 2:1 ბუენდია (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165356