„სანტოსის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა თავის მომავალზე ისაუბრა, რადგან კლუბთან მისი კონტრაქტის ვადა 2025 წლის 31 დეკემბერს იწურება.
„ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის „სანტოსია“, - ციტირებს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ნეიმარის სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ზე.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ბრაზილიელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა ბრაზილიის ჩემპიონატის 37-ე ტურში, რომელშიც „თევზებმა“ „ჟუვენტუდე“ 3:0 დაამარცხეს. ამ სეზონში თავდამსხმელმა „სანტოსის“ შემადგენლობაში ყველა შეჯიბრში 29 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.









