მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ შეაქო თავდამსხმელი კილიან მბაპეს თამაში ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ 3:0 გამარჯვების შემდეგ. მბაპემ ამ მატჩში ორი გოლი გაიტანა.
„კილიანი ამჟამად შესანიშნავ ფორმაშია - ის ბევრს მოძრაობს და ვინისიუსთან კარგად ურთიერთობს. გუნდი პირველივე წუთიდან გამარჯვებისთვის გამოვიდა. ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო კვლავ გასვლითი მატჩის მოგება და კვირას ისევ შინ ვითამაშებთ“, - ციტირებს ალონსოს სიტყვებს Marca.
„რეალი“ ესპანეთის ლა ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა 36 ქულით, ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას“. შემდეგ ტურში „რეალი“ „სელტას“ დაუპირისპირდება.






