ბრაზილიის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩში „ჟუვენტუდემ“ „სანტოსს“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. სანტოსელთა თავდამსხმელმა ნეიმარმა გამარჯვებულებისთვის ჰეთ-თრიქი შეასრულა. ამგვარად, 33 წლის ბრაზილიელმა სამწელიწად-ნახევრის შემდეგ პირველად გაიტანა სამი გოლი.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარმა მარცხენა მუხლის მენისკი დაიზიანა, რის გამოც შესაძლოა 2025 წლის ვეღარ ეთამაშა. თუმცა, ბრაზილიელმა მოგვიანებით უარყო ტრავმის სერიოზულობა.
„სანტოსმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ახლა გუნდის წაუგებელი სერია ხუთ მატჩს შეადგენს - სამი მოგება და ორი ფრე. „ჟუვენტუდემ“ კი ბოლო სამ მატჩში მეორე მარცხი განიცადა.









