გერმანიის II ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ნიურნბერგმა“ ბილეფელდის „არმინიას“ უმასპინძლა, რომელსაც 2:0 აჯობა.
ლუკა ლოჩოშვილი გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა და დაცვის ცენტრში შეუცვლელად, კარგად ითამაშა. ქართველ ფეხბურთელს წარმატებული თამაში დაუპასდა და ცნობილმა გამოცემა Kicker-მა მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.ლოჩოშვილს სხვადასხვა სტატისტიკური საიტების მიხედვით 7.9 შეფასება ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილს II ბუნდესლიგაში 12 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც შეეხება „ნიურნბერგს“, 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ზედიზედ მესამედ მოიგო და 18 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 ნოემბერს, „მაგდებურგთან“ სტუმრად ითამაშებს.






