ფეხბურთი

15:00 | 21.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

პალმერმა ფეხის თითის ტრავმა სახლში მიიღო და "ჩელსის" ისევ გამოაკლდა

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა კოლ პალმერმა სახლში ყოფნისას ფეხის თითის ტრავმა მიიღო, რის გამოც „ბარნლისთან“ უახლოეს მატჩს გამოტოვებს. ეს ინფორმაცია ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ დაადასტურა.

„კოლ პალმერმა სახლში ფეხის თითი დაიზიანა და „ბარნლისთან“ ვერ ითამაშებს, ვერც "ბარსელონასა" და "არსენალთან" ნამდვილად. საზარდულის ტრავმისგან გამოჯანმრთელდა, მაგრამ ახლა ეს პატარა პრობლემა აქვს“, - თქვა მარესკამ.

შეგახსენებთ, რომ კოლ პალმერი მიმდინარე სეზონის სტარტზე დაშავდა და საკმაოდ ბევრი მატჩი გამოტოვა, რის გამოც ჯერჯერობით, მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.158062