„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ძირითად შემადგენლობაში ალისონ ბეკერის დაბრუნება დააანონსა.
როგორც მან აღნიშნა, ბრაზილიელი ვარჯიშობს და თუ არაფერი შეიცვლება, შაბათს, „ნოტინგემთან“ მოედანზე პირველივე წუთიდან გავა:
„თუ ის სათამაშოდ მზად იქნება, სასტარტო შემადგენლობაში იქნება. ალისონმა [ბეკერმა] გასულ კვირას და ამ კვირაში ივარჯიშა, ამიტომ ხვალ შეძლებს თამაშს, თუ დღეს ყველაფერი კარგად წარიმართება.
სამწუხაროდ, სანაკრებო შესვენების შემდეგ გარკვეული პრობლემები გვაქვს. კონორ ბრედლი და ფლორიან ვირტცი ვერ ითამაშებს, ისინი იდეალური მდგომარეობისგან შორს არიან“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 5 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე 3, ხოლო ინგლისის ლიგის თასზე - 1. ალისონი ტრავმირებული 30 სექტემბრიდან იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ბრაზილიელი გამოჯანმრთელდა და თავის ადგილს დაიბრუნებს.






