NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი" საკუთარ მოედანზე "ბოსტონ სელტიკთან" დაძაბულ ბრძოლაში 107:111 დამარცხდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ქულა ქულაში მიდიოდა, პირველი მეოთხედი "ორლანდომ" 3 ქულით 33:30 მოიგო, მეორე მეოთხედი კი სტუმრებმა 24:21 მოიგეს და დიდ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით 54:54 გავიდნენ. შესვენების შემდეგ პარკეტზე არაფერი შეცვლილა და მატჩი იგივე ტეპში მიმდინარეობდა, ყველაფერი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, სადაც "ბოსტონმა" 33:27 იმარჯვა და საბოლოო ჯამში გაიმარჯვა კიდეც 111:107.
გოგა ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 14:53 წუთი გაატარა. აღნიშნულ დროში ქართველმა 2 ქულას, 2 მოხსნას, 1 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრას და 3 დაფარებას მოუყარა თავი. ბითაძემ სხვადასხვა სტატისტიკური საიტების მიხედვით 6.1 შეფასება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდოს" 4 მოგება და 6 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 11 ნოემბერს "პორტლენდის" წინააღმდეგ გამართავს.









