კალათბურთი

1:19 | 9.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 14 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მეექვსე ტურში „ტენერიფემ“ „ბურგოსი“ დაძაბულ ბრძოლაში 101:97 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„ტენერიფეს“ მოგებაში გიორგი შერმადინმა ტრადიციულად დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა ცენტრმა 24 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მან 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა, რითაც მხოლოდ თანაგუნდელ მარსელინო უერტასს ჩამორჩა.

აღსანიშნვია, რომ მატჩის დაწყებამდე შერმადინის ლიგა ენდესას ოქტომბრის MVP-ის ჯილდო გადასცეს.

„ტენერიფე“ 5 მოგებით და 1 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 ნოემბერს, „ვალენსიას“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090626