იტალიის სერია B-ს მე-12 ტურში „ფროზინონემ“ „მოდენას“ უმასპინძლა, გიორგი კვერნაძე კი საგოლე პასით გამოირჩა.
კვერნაძის პასით მეცხრე წუთზე ანგარიში ილიას კუცუპიასმა გახსნა. მეორე ტაიმის სტარტზე „ფროზინონემ“ მეორეც გაიტანა და უპირატესობა გაზარდა, რაც ვერ შეინარჩუნა, რადგან „მოდენამ“ დარჩენილ დროში ორჯერ გაიტანა და მატჩი 2:2 დასრულდა. გიორგი 73-ე წუთზე შეცვალეს.
კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 10 მატჩში გოლი არ გაუტანია და საგოლე პასიც პირველად მიითვალა. სამაგიეროდ, იტალიის თასზე ორ შეხვედრაში ერთხელ გაიტანა.
„ფროზონონე“ 22 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 22 ნოემბერს, „ბარის“ ესტუმრება. მანამდე, გიორგი კვერნაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება.






