ესპანეთის თასის 1/64-ფინალში „ვილიარეალმა“ „სიუდად დე ლუსენა“ 6:0 გაანადგურა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ ერთი გოლი გაიტანა.
ქართველი ფორვარდი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე კი, მეტოქის კარი დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 5:0 გახადა. მიქაუტაძეს „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 10 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.
„ვილიარეალი“ მომდევნო მატჩს პირველ ნოემბერს, ლა ლიგაში „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.






