საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში „სენტ ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „პო“ 6:0 გაანადგურა, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, როცა ანგარიში 5:0 იყო. ზურიკომ თავისი გოლი მაინც გაიტანა, თანაც ძალიან ეფექტური. ეს მისთვის მეხუთე გოლია მიმდინარე სეზონში და ბომბარდირებში მეოთხე ადგილზეა. მან გოლის შემდეგ წითელი ბარათიც გამოიმუშავა, როცა მასთან უხეშობისთვის "პოს" ფეხბურთელი გააძევეს.
„სენტ ეტიენს“ ბოლო ორი მატჩი წაგებული ჰქონდა, ტურამდე „პოს“ ერთი ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ უშუალო კონკურენტი დიდი ანგარიშით დაამარცხა. შედეგად, 12 ტურში 23 ქულა დააგროვა, მეორე საფეხურზეა და მომდევნო ტურში 1 ნოემბერს, „რედ სტარს“ ესტუმრება.






