გერმანიის II ბუნდესლიგის მეათე ტურში ლუკა ლოჩოშვილი მოპოვებული პენალტით გამოირჩა, რაც „ნიურნბერგს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ბავარიული კლუბი „კაიზერსლაუტერნს“ ესტუმრა და 45-ე წუთიდან მოყოლებული აგებდა. თუმცა, 89-ე წუთზე ლოჩოშვილმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც დიდხანს VAR-ზე მოწმდებოდა და საბოლოოდ, დაინიშნა კიდეც - გოლი რობინ კნოხემ გაიტანა და მატჩი 1:1 დასრულდა.
ლუკას ორივე გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა, მან ყვითელი ბარათიც მიიღო. ლოჩოშვილს მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგაში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.
„ნიურნბერგი“ 9 ქულით მე-15 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 1 ნოემბერს, შინ „ბრაუნშვაიგს“ დაუპირისპირდება.






