ჩინეთის სუპერ ლიგის 28-ე ტურში ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა. „შანდონ ტაიშანი" ჩემპიონატის ლიდერ „შანხაი პორტს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა, ხოლო ქართველი ფეხბურთელი დუბლით გამოირჩა.
ვაკომ მეტოქის კარი 41-ე და 77-ე წუთებზე აიღო. განსაკუთრებით ეფექტური კი მისი მეორე გოლი გამოდგა. ყაზაიშვილის თანაგუნდელმა საჯარიმო ჩააწოდა, რომელიც ქართველმა მკერდით მიიღო და შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გამოუვიდა.
"შანდონ ტაიშანს" 47 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით კი ის ბომბარდირთა დავის ლიდერია, ის უახლოეს მდევარს 3 გოლით უსწრებს.









