კალათბურთი

23:59 | 25.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის MVP-ის ტიტული, შენგელიას 7 და ბურჯანაძის 6 ქულა

ესპანეთის ლიგა ენდესას მეოთხე ტურში „ბარსელონამ“ „ბრეოგანს“ უმასპინძლა, რომელიც ადვილად, 100:85 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 21 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.

„ბარსელონა“ 2 მოგებით და 2 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 ნოემბერს, „მურსიას“ უმასპინძლებს.

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ შინ მალაგას „უნიკახას“ დამაჯერებლად, 95:79 სძლია.

ქართველმა ცენტრმა 23 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა და პასი მიითვალა. შერმადინმა 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი 22 იყო და მატჩის MVP გახდა.

„ტენერიფე“ 4 მოგებით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 2 ნოემბერს, „ბასკონიას“ ესტუმრება.

ბექა ბურჯანაძის „გრანადა“ ისევ დამარცხდა, ამჯერად სტუმრად „ფორსა ლეიდასთან“ 90:99. ქართველმა კალათბურთელმა 11 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. მან 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

„გრანადა“ 4 წაგებით მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში 1 ნოემბერს, „ბრეოგანს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099767