ინგლისის პრემიერლიგიგაში დღეს, 25 ოქტომბერს მე-9 ტურის 4 მატჩი იმართება. ორი უკვე დასრულდა.
„ჩელსიმ“ „სანდერლენდს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ალეხანდრო გარნაჩომ ლონდონელები მეოთხე წუთზე დააწინაურა, ხოლო ვილსონ იზიდორმა 22-ე წუთზე გაათანაბრა. მაროკოელმა შამსდინ ტალბიმ გამარჯვების გოლი 90+3 წუთზე გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო „სანდერლენდი“ 17 ქულით მეორეზე.
შემდეგ რაუნდში „ლურჯები“ 1 ნოემბერს სტუმრად „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „შავი კატები“ 3 ნოემბერს „ევერტონს“ უმასპინძლებენ.
მეორე მატჩში „ნიუკასლ იუნაიტედმა“ „ფულემი“ 2:1 დაამარცხა. „კაჭკაჭები“ 12 ქულით მე-11 ადგილზე არიან, ხოლო „კოტეჯერსი“ რვა ქულით მეთექვსმეტეზე.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-9 ტური. 25 ოქტომბერი: ნიუკასლი - ფულემი 2:1, ჩელსი - სანდერლედი 1:2, მანჩესტერ იუნაიტედი - ბრაიტონი, ბრენტფორდი - ლივერპული მოგვიანებით გაიმართება.






