უზბეკეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში „კიზილკუმმა“ სამარყანდის „დინამო“ 2:0 დაამარცხა, ერთი გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 32-ე წუთზე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჯიღაურმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა და ერთხელ საგოლე პასიც გააკეთა.
„კიზილკუმი“ 32 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 ნოემბერს, „სოგდიანას“ ეთამაშება.









