ფეხბურთი

14:10 | 19.10.2025 | ნანახია [] - ჯერ

აშორტიას, ლობჯანიძის და ტაბატაძის გოლები უზბეკეთსა და ყაზახეთში

უზბეკეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „ბუნიოდკორმა“ სტუმრად „ნავბაჰორი“ 2:0 დაამარცხა და იმედა აშორტიამ დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქეს მე-7 და 21-ე წუთებზე გაუტანა, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. აშორტიას აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე პასია. „ბუნიოდკორი“ 43 ქულით მეხუთე ადგილზეა.

გოლი გაიტანა თომა ტაბატაძემაც, რომელიც „ბუხოროს“ ღირსებას იცავს. მან სამარყანდის „დინამოს“ 21-ე წუთზე გაუტანა და ანგარიში გახსნა, მაგრამ მისი გუნდი 1:4 დამარცხდა.

ტაბატაძეს 10 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „ბუხორო“ 21 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა.

ყაზახეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ელგუჯა ლობჯანიძის გოლით „ჟენისი“ სტუმრად „ატირაუს“ დაუზავდა (1:1). ქართველი მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა და 10 წუთში წონასწორობა აღადგინა. მის აქტივში 10 მატჩში 4 გოლია. „ჟენისი“ 35 ქულით მე-6 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173686