დღეს, 18 ოქტომბერს, ეროვნული ჩემპიონატის 28-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. „კოლხეთმა“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:3 დამარცხდა. სტუმრებმა უკვე მე-3 წუთზე ავტოგოლი გაუშვეს, ვინისიუსი „გამოირჩა. შემდეგ წყალტუბოელებმა იძალეს: დემურ ჩიხლაძემ, ირაკლი ჯანჯღავამ და გიორგი ფანცულაიამ გაიტანეს. ფოთელთაგან კი გიორგი ხარებავამ გამოიჩინა თავი.
„სამგურალმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მიპოვა და პლეი-აუტის ზონას ხუთი ქულით დაშორდა.
თბილისის „დინამომ“ და „ბათუმმა“ 1:1 ითამაშეს. ანგარიში 59-ე წუთზე დინამოელმა ირაკლი სირაძემ გახსნა. ზღვისპირელებმა 90+9-ე წუთზე გაათანაბრეს. ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა პენალტი. „დინამომ“ 46 ქულა მოაგროვა და მესამე ადგილზე დარჩა. 37-ქულიანი „ბათუმი“ კი მეხუთე ადგილზეა.






