ფეხბურთი

10:22 | 29.09.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძის მორიგი გოლი MLS-ში - საბამ "ატლანტას" ქულა გადაურჩინა (+VIDEO)

MLS-ის მორიგ ტურში გოლი გაიტანა საბა ლობჟანიძემ. ქართველი ფეხბურთელის "ატლანტა იუნაიტედი" სტუმრად "ფილადელფია უნიონს" შეხვდა და მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების წევრი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. ლობჟანიძემ გოლი 72-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.

საბამ მიმდინარე სეზონში 27 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე 6 საგოლე გადაცემაა.

"ატლანტა იუნაიტედს" 31 ტურის შემდეგ 34 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11589