ფეხბურთი

11:05 | 15.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

რობერტსონი: „ბევრი შეცდომა დავუშვით და უნდა გავაანალიზოთ რა მოხდა“

შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა ენდრიუ რობერტსონმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში გერმანიასთან გამანადგურებელ მარცხზე (1:5) ისაუბრა.

„პირველ მატჩში მასპინძლებთან თამაშზე უფრო რთული არაფერია. ბევრი შეცდომა დავუშვით და უნდა გავაანალიზოთ რა მოხდა. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რამდენად რთულია ეს ტურნირი და მსოფლიო დონის გუნდებთან თამაში.

ჩვენ საუკეთესოდ არ ვითამაშეთ და ახლა იმედგაცრუებულნი და გაბრაზებულები ვართ საკუთარ თავზე, მაგრამ შემდეგ პოზიტიურები უნდა გავხდეთ და მოვემზადოთ შვეიცარიასთან მატჩისთვის, რომელიც კიდევ ერთი რთული გამომცდელი იქნება“, - ციტირებს რობერტსონს ITV Sport.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ შვედეთის ნაკრებმა მიაღწია უფრო დიდ წარმატებას ტურნირის სტარტზე 2004 წელს, როცა ბულგარეთს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127585