ფეხბურთი

18:06 | 25.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ერთთვიანი მოუგებელი სერია დრამატული გამარჯვებით შეწყვიტა (+VIDEO)

„იუვენტუსმა“, რომელიც ერთი თვის წინ ჩემპიონობისთვის იბრძოდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 4 მატჩი ვერ მოიგო და სკუდეტოზე ოცნებას თითქმის ჩამოშორდა, მოუგებელი სერია დრამატულ მატჩში შეწყვიტა.

„იუვემ“ „ფროზინონეს“ უმასპინძლა და მესამე წუთზე დუშან ვლაჰოვიჩის გოლით დაწინაურდა. თითქოს, ტურინელებს ამჯერად მაინც მოეგოთ ადვილად, მაგრამ მე-14 და 27-ე წუთებზე ორჯერ გაუშვეს და აგებდნენ. ვლაჰოვიჩმა 32-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და წონასწორობა აღადგინა.

თუმცა, ამის შემდეგ „იუვე“ ვერ ახერხებდა რეალური მომენტის შექმნა, სანამ ბოლო, მეხუთე კომპენსირებულ წუთზე დანიელე რუგანი არ მოევლინა მოულოდნელად გმირად თავის გუნდს გამარჯვების გოლი გაიტანა.

„იუვენტუსმა“ 3:2 მოიგო და 57 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 3 მარტს, „ნაპოლის“ სტუმრად შეხვდება. „ფროზინონეს“ რიგებში ისევ არ უთამაშია და სათადარიგო სკამზე იყო გიორგი კვერნაძე. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი 23 ქულით მე-16 ადგილზეა და მომდევნო ტურში 3 მარტს, „ლეჩეს“ უმასპინძლებს.

„იუვენტუსი“ – „ფროზინონე“ 3:2 (2:2)

გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (3), 1:1 შედირა (14), 1:2 ბრეშანინი (27), 2:2 ვლაჰოვიჩი (32), 3:2 რუგანი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113779