ისტორია

9:48 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

22 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

  1971. დაიბადა მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების, თბილისის “დინამოს,” ვლადიკავკაზის “ალანიას,” “მანჩესტერ სიტის,” “ციურიხის,” “გრასჰოპერსის,” “აარაუს”, “სიონისა” და “ბაზელის” ფეხბურთელი. იყო “დინამოს” კაპიტანი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი (1991, 1992, 1993, 1994, 1995) და თასის ოთხგზის მფლობელი (1992, 1993, 1994, 1995). რუსეთის ჩემპიონი (1995). 1998 წელს “გრასჰოპერსის” შემადგენლობაში გახდა შვეიცარიის ჩემპიონი. თბილისის “დინამოს” რიგებში ჩატარებულ 130 მატჩში გაიტანა 80 გოლი. 1991 წლის პირველ აპრილს, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ქუთაისის “ტორპედოს” კარში გატანილი გოლი (მატჩი 5:1 დასრულდა), ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელთა მეასე ბურთი აღმოჩნდა. ნათამაშები აქვს საბჭოთა კავშირის პირველობის მატჩებშიც.

 მნიშვნელოვანი ფაქტები

1912. საზეიმოდ დაიხურა სტოკჰოლმის თანამედროვეობის მეხუთე ოლიმპიადა. მასში მონაწილეობა 28 ქვეყნის 2437 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე ოლიმპიადის მასპინძელი, შვედეთი გავიდა (23 ოქრო, 24 ვერცხლი, 17 ბრინჯაო), მეორეზე აშშ-ის ნაკრები (25, 18, 20), მესამეზე კი, დიდი ბრიტანეთი (10, 15, 16).

1927. იტალიის დედაქალაქ რომში დაარსდა საფეხბურთო კლუბირომა” (“ასოციაციონე სპორტივა რომა”). გუნდის სათამაში ფერებია წითელი მაისურა, თეთრი ტრუსი და შავი გეტრი. “რომაიტალიის სამგზის ჩემპიონია (1942, 1983, 2001) და ქვეყნის თასის ცხრაგზის მფლობელი (1964, 1969, 1980, 1981, 1984, 1986, 1991, 2007, 2008). 2001 და 2007 წლებში ფლობდა იტალიის სუპერთასს. 1961 წელს მოიპოვა ბაზრობათა თასი. 1984 წელს იასპარეზა ჩემპიონთა თასის ფინალში. უეფას თასის ფინალისტი (1991). საშინაო მატჩებს ატარებს რომისოლიმპიკოზე”, რომელიც 72 698 მაყურებელს იტევს.

1930. ურუგვაის მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: არგენტინა-ჩილე 3:1.

 1937. საბჭოთა მთავრობამ ორდენებით 38 სპორტსმენი დააჯილდოვა. მათ შორის იყო თბილისის “დინამოს” კაპიტანი, შოთა შავგულიძე.

1963. სონი ლისტონმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ფლოიდ პატერსონი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 1987. მაროკოელმა საიდ აოიუტამ 5 კმ-ზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (12:58,39). გარბენი რომში შედგა.

 1990. ამერიკელმა ველოსიპედისტმა გრეგ ლემონმა მესამედ მოიგოტურ დე ფრანსი”.

 1994. ბრიტანელმა მძლეოსანმა უილიამ სიგეიმ 10 კმ-ზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (26:52,53).

 2005. ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ კლუბებისა და მოთამაშეების ახალ სახელშეკრულებო ვარიანტსმწვანე შუქიაუნთო, რითიც თავიდან აიცილა კიდევ ერთი ლოკაუტი.

 2007. კალათბურთში 19 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში სერბიამ აშშ-ის თანატოლთა ნაკრებს 74:69 სძლია და პირველობა მოიპოვა. ტურნირი სერბიაში ჩატარდა.

 2007. ივლისის ბაშო ასაშორიუდ წოდებულმა მონღოლმა სუმოისტმა მოიგო. იმ პერიოდისთვის მან იმპერატორის თასი 21-ედ ასწია. ამ ტურნირზე ქართველმა პროფესიონალმა, კოკაიმ მხოლოდ 6 მატჩის მოგება შეძლო, ხოლო 9 შეხვედრა წააგო.

2010. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე წრის განმერებითი ბარიერი წარმატებით დაძლიეს თბილისის “დინამომ” და “ზესტაფონმა”. პირველმა 2 მატჩის ჯამში შვედურ “გეფლეს” აჯობა (2:1, 2:1), “ზესტაფონმა” კი სლოვაკეთის ბანსკა-ბისტრიცას “დუკლას” (0:1, 3:0). თბილისის “ვიტ ჯორჯია” ჩეხეთის ოსტრავას “ბანიკთან” დამარცხდა (0:0, 0:6). 

ამ დღეს დაიბადნენ

1902. ხოსე მასალი. 1920-30-იან წლებში ურუგვაის ნაკრების მეკარე. ორგზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. სამჯერ გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. ურუგვაის ხუთგზის ჩემპიონი. იყო ურუგვაის საკალათბურთო ნაკრების წევრი. 1922 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი 400 მეტრზე რბენაში.

 1919. კარლოს სოსა. გასული საუკუნის 40-იან წლებში ბუენოს აირესისბოკა ხუნიორსისმცველი. სახრეთ ამერიკის ორგზის, არგენტინის სამგზის ჩემპიონი.

1920. იგნასიო ეისაგირე. 1940-50-ინა წლებში ესპანეთის ნაკრებისა დავალენსიასმეკარე. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ესპანეთის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი.

1922. მარიო ბოიე. 1940-50-იან წლებში არგენტინის ნაკრების ფორვარდი. სამხრეთ ამერიკის სამგზის ჩემპიონი. არგენტინის სამგზის ჩემპიონი.

1935. რონალდ სპრინგეტი. ინგლისის ნაკრების, “შეფილდ უენსდის”, “ქუინზ პარკ რეინჯერსისმეკარე. მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონი. ტურნირზე გორდონ ბენქსის დუბლიორი იყო. მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა 2009 წლის 10 ივნისს გადასცა. Mსოფლიოს 1962 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 33 მატჩი. 1967 წელს მოიპოვა ინგლისის ლიგის თასი.

 1936. ხუან სემენარიო. პერუს ნაკრებისა დასარაგოსას”, “ფიორენტინას”, “ბარსელონასფორვარდი. ბარსელონელთა შემადგენლობაში გამოსვლისას 1966 წელს მოიპოვა ბაზრობათა თასი. “სარაგოსაშითამაშისას 1962 წელს გახდა ესპანეთის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. პერუს ნაკრებში ჩაატარა 19 მატჩი, გაიტანა 6 გოლი.

 1938. მარკ რაკიტა. საბჭოთა მოფარიკავე. გუნდურ ასპარეზობაში 1964 და 1968 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი გუნდურ ასპარეზობაში. 1967 წელს გახდა პლანეტის უძლიერესი მოფარიკავე პირად შეჯიბრებაში.

 1949. ლასე ვირენი. ფინელი სტაიერი. გამოდიოდა 5 და 10 კილომეტრზე რბენაში. 1972 და 1976 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ორივე დისტანციაზე. დამყარებული აქვს მსოფლიოს რეკორდი 10 კმ-ზე რბენაში.

 1953. რენე ვანდერეიკენი. ბელგიის ნაკრების, “ბრიუგეს”, “ჯენოას”, “ანდერლეხტისნახევარმცველი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. გადამწყვეტ მატჩში ბელგიამ გერმანიასთან 1:2 წააგო, ბენილუქსელთა გოლი კი პენალტით ვანდერეიკენმა გაიტანა. წვრთნიდასტანდარდს”, “ანდერლეხტს”, “ტვენტეს”, “გენკს”, 2006-09 წლებში კი ბელგიის ნაკრებს.

1956. მაიკლ სპინქსი. ამერიკელი მოკრივე. საშუალო წონით კატეგორიაში მონრეალის 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1958. ჟაიმე პაშეკუ. პორტუგალიის ნაკრებისა დაპორტოსნახევარმცველი. 1987 წელს მოიპოვა ჩემპიონთა და საკონტინენტთაშორისო თასები. იმავე წელს დაეუფლა ევროპის სუპერთასს. ჟაიმე პაშეკუ პორტუგალიის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ორგზის მფლობელია. მსიფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

 1963. ემილიო ბუტრაგენიო. (ემილიო ბუტრაგენიო სანტოსი). მადრიდისრეალისყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ამპლუით ფორვარდი. გუნდთან ერთად მოგებული აქვს ესპანეთის ჩემპიონატი (ექვსჯერ) და სამეფო თასი (ორჯერ). ოთხჯერ დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს. 1991 წელს გახდა პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი. ორჯერ ფლობდა უეფას თასს (1985, 1986). მადრიდისრეალისშემადგენლობაში ჩაატარა 341 მატჩი, გაიტანა 123 გოლი. 1986 და 1987 წლებშიფრანს ფუტბოლისმიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ევროპის წლის მესამე ფეხბურთელად დაასახელეს. 1986 წელს დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელად. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. ესპანეთის 1986 წლის მუნდიალის მერვედფინალში, დანიის ნაკრების კარში ოთხი გოლი გაიტანა (შეხვედრა ესპანელებმა 5:1 მოიგეს). ესპანეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 69 მატჩში გაიტანა 26 გოლი. 1995-98 წლებში ბუტრაგენიო მექსიკისატლეტიკო სელაიაშითამაშობდა და ამ გუნდთან ერთად მექსიკელთა პირველობის ფლეი-ოფის ფინალში გავიდა. ემილიო ბუტრაგენიო იყო მადრიდისრეალისვიცე-პრეზიდენტი.

 1971. მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების, თბილისისდინამოს,” ვლადიკავკაზისალანიას,” “მანჩესტერ სიტის,” “ციურიხის,” “გრასჰოპერსის,” “აარაუს”, “სიონისადაბაზელისფეხბურთელი. იყოდინამოსკაპიტანი. საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი (1991, 1992, 1993, 1994, 1995) და თასის ოთხგზის მფლობელი (1992, 1993, 1994, 1995). რუსეთის ჩემპიონი (1995). 1998 წელსგრასჰოპერსისშემადგენლობაში გახდა შვეიცარიის ჩემპიონი. თბილისისდინამოსრიგებში ჩატარებულ 130 მატჩში გაიტანა 80 გოლი. 1991 წლის პირველ აპრილს, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ქუთაისისტორპედოსკარში გატანილი გოლი (მატჩი 5:1 დასრულდა), ეროვნულ ჩემპიონატში დინამოელთა მეასე ბურთი აღმოჩნდა. ნათამაშები აქვს საბჭოთა კავშირის პირველობის მატჩებშიც.

1980. დირკ კუიტი. ჰოლანდიის ნაკრების, “უტრეხტის”, “ფეიენოორდისადალივერპულისფორვარდი. მსოფლიოს 2010 წლის მუნდიალის ფინალისტი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, გაიტანა 24 გოლი. ჩემპიონთა ლოგის ფინალისტი (2007). ჰოლანდიის თასის მფლობელი. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დაიკავა მესამე ადგილი.

 ამ დღეს გარდაიცვალა

1964. ჯონ უაიტი. შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა დატოტენჰემ ჰოტსპურისფორვარდი. გოლფის თამაშისას მეხის დაცემის შედეგად, 27 წლის ასაკში დაიღუპა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130288