ჩოგბურთი

15:04 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვამ China Open-ის ტურნირი პირველად მოიგო

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში China Open-ის ტურნირის გამარჯვებული რუსი მარია შარაპოვა გახდა. მარიამ რეიტინგის მე-3 ნომერი, ჩეხი პეტრა კვიტოვა სამ სეტში დაამარცხა (6:4, 2:6, 6:3).

მატჩი ჩეხისთვის კარგად დაიწყო 3:1 დაწინაურდა, თუმცა რუსმა ორი ბრეიკის შესრულება მოახერხა და სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტიაშიც კვიტოვა დაწინაურდა ბრეიკით. ამჯერად უპირატესობა არ დაკარგა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე გადამწყვეტ სეტში შარაპოვა 3:0 დაწინაურდა. პეტრამ შეძლო უკუბრეიკის შესრულება, მაგრამ ჩეხმა ისევ დაკარგა თავის ჩაწოდება და მარიამ კარიერაში პირველად მოიგო China Open.

მატჩი 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. შარაპოვამ 5 ეისი მოაწოდა და 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო პეტრამ 1 ეისი ჩააწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

შარაპოვა 2012 წელს ითამაშა China Open-ის ფინალში, რომელშიც ბელარუს ვიკტორია აზარენკასთან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114274