რაგბი

19:40 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა კლერმონის ტურნირი მოიგეს

 

საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა კლერმონში გამართული აკადემიების გამოწვევის ფინალში მასპინძელთა გუნდი 16:15 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს “უმცროსი ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის დავით ვართანიანის ხსოვნას.

ანგარიში “კლერმონმა” მე-10-ე წუთზე ლელოთი გახსნა და გარდასახვა გამოიყენა. რეზი ჯინჭველაშვილმა ტაიმის შუაში ჯარიმით უპასუხა, მაგრამ მალე მეტოქემაც გაიტანა ჯარიმა, მერე მეორე ლელო მიითვალა და 15:3 დაწინაურდა.

შესვენებამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა, როდესაც დავით პაპავაძემ საპასუხო ლელოს გატანა შეძლო, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ჩამორჩენა 5 ქულამდე დავიდა (10:15).

მეორე ტაიმში ქართველებმა “კლერმონის” 20-წლამდელთა გუნდს ქულის აღება არ დაანება, თავად გიორგი ბაბუნაშვილის ჯარიმით ჯერ ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო ბოლო წუთზე ჯინჭველაშვილმა არეკნი გაიტანა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 16:15 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” ნახევარფინალში “ლესტერ თაიგერსის” 20-წლამდელთა გუნდი ასევე ბოლო წუთზე დაამარცხეს.

აკადემიების გამოწვევა. კლერმონი (საფრანგეთი). ფინალი

საქართველო U19 - “კლერმონი” U20 16:15 (10:15)

საქართველო U19: 15. გიორგი ბაბუნაშვილი, 14. დავით გულიტაშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. თემურ ირემაძე, 11. დავით ლობჟანიძე, 10. რეზი ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ბექა კაკაბაძე, 2. ბადრი ალხაზიშვილი (კაპ.), 3. გიორგი მელიქიძე, 4. ბესიკ ბარბაქაძე, 5. ოთარ გიორგაძე, 6. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 7. ბადრი დანგაძე, 8. დავით პაპავაძე

მარქაფა: თორნიკე მატარაძე, თორნიკე მანაგაძე, ნიკა ნეფარიძე, თორნიკე ზოიძე, ჟორა მღებრიშვილი, გივი ლოსაბერიძე, ბადრი ლიპარტელიანი, ლაშა საჯაია, თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე, ბექა ნონიაშვილი, ლაშა ბრეგვაძე

0.103612