კალათბურთი

22:38 | 24.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა "ბ" დივიზიონი ავსტრიასთან დასანანი მარცხით დაიწყო

საქართველოს 18-წლამდელთა დასანანი მარცხი ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონის პირველ შეხვედრაში. არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო მატჩში ავსტრიასთან სოლიდური ჩამორჩენა აღმოფხვრა და ბოლო წუთზე იგებდა კიდეც, თუმცა გადამწყვეტ მომენტში დასანანი ბურთები მიიღო და 54:57 დამარცხდა.

პირველი მეოთხედის 13:12 მოგების შემდეგ, ქართველებმა მეორე პერიოდი სუსტად ჩაატარეს და დიდი შესვენებისთვის ავსტრიელებს 6 ქულით დაწინაურების შესაძლებლობა მისცეს. მეტოქემ ათწუთეული 20:13 მოიგო, რის შემდეგაც, ბოლო მეოთხედამდე ლიდერობდა.

მესამე პერიოდში ქართველები 12 ქულით ჩამორჩნენ. ავსტრიელები ბოლო მეოთხედის დაწყებამდე 3 წუთით ადრე 42:30 დაწინაურდნენ. ლუკა ზაქრაძისა და დავით ლომიძის სიზუსტის წყალობით, ქართველებმა პერიოდის დასრულებამდე ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, ხოლო ბოლო მეოთხედის დაწყებიდან მოპოვებული უპირატესობა განიმტკიცეს.

მატჩის განახლებიდან მალევე ანგარიში გათანაბრდა – 44:44, რის შემდეგაც თანაბარი თამაში გაჩაღდა. ვილი ისიანის სამქულიანისა და მაიზერ რევაზაშვილის ზუსტი სროლების შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე, საქართველო 54:52 დაწინაურდა.

ქართველებს წარმატებამდე მცირედი აკლდათ, თუმცა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხეს. სებასტიან კაფერლემ სირენამდე 43 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო რენატო პოლიანმა დასრულებამდე 4 წამით ადრე გამარჯვების მომტანი 3-ქულიანი ჩააგდო.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი გახდა მაიზერ რევაზაშვილი, ლუკა ზაქრაძემ 9 ქულა მიითვალა, ხოლო დავით ლომიძის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა. ქართველებმა ფარი წააგეს – ავსტრიელებმა ჩვენზე 17-ით მეტი (29:46) ბურთი მოხსნეს.

ევროპის ჩემპიონატი. „ბ“ დივიზიონი. ბულგარეთი. სოფია. 24 ივლისი

საქართველო – ავსტრია 54:57 (13:12, 13:20, 13:12, 15:13)

საქართველო: ზაქრაძე (9), ლომიძე (8), გუგეშაშვილი, ისიანი (7ქ, 7მ), ტურძელაძე (2ქ, 6მ); მაჭავარიანი, კუტალაძე, მასხულია (5), გოგობერიშვილი (2), რევაზაშვილი (13), ცირეკიძე (7), გაგუა (1).

 

სრული სტატისტიკა: http://u18men.fibaeurope.com/enDivB/cid_vxfp6gWIJ5oSOkc7ox4BA3.gameID_10086-D-2-1.compID_8aYeHlfuGF-mF5IqO8aFH1.season_2014.roundID_10068.teamID_.html

 

24 ივლისი

საქართველო - ავსტრია         54:57

25 ივლისი

ესტონეთი - საქართველო     13:30

26 ივლისი

ისრაელი - საქართველო        20:15

27 ივლისი

საქართველო - ისლანდია      17:00

28 ივლისი

გერმანია - საქართველო        22:30

მითითებულია თბილისის დრო

www.gbf.ge

0.108008