ფეხბურთი

13:32 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პარკი მანჩესტერში ელჩის თანამდებობაზე იმუშავებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი პარკ ჯი-სუნგი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ “წითელ ეშმაკებში” დაბრუნდა. კორეელი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” ელჩის თანამდებობაზე იმუშავებს. დანიშვნის შემდეგ 33 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

“კლუბთან ბრწყინვალე მოგონება მაკავშირებს. აქ ჩემი ცხოვრებისა და საფეხბურთო კარიერის დაუვიწყარი დრო გავატარე. “მანჩესტერში” დაბრუნებით ბედნიერი ვარ და მსურს ჩემი ფუნქციები მაქსიმალური პასუხისმგებლობით შევასრულო”, – განაცხადა პარკმა.

კორეელი “მანჩესტერის” ღირსებას 2005-დან 2012 წლამდე იცავდა. ჩატარებულ 203 თამაშში 28 გოლისა და 29 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


დიმა შარიქაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124703