ფეხბურთი

10:35 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რა დღეში ყოფილა ბრემე...

1990 წლის მუნდიალის ჩემპიონი, 53 წლის გერმანელი ანდრეას ბრემე ვალებშია ჩაფლული და შესაძლოა, საკუთარი სახლის გაყიდვა მოუწიოს. მას 200 000 ევრო აქვს ვალი. ამ ინფორმაციას Deutsche welleავრცელებს. მიზეზებს გერმანული გამოცემა არ ასახელებს.

ლეგენდარულმა ფრანც ბეკენბაუერმა გერმანიის საფეხბურთო სამყაროს მოუწოდა, ბრემეს დაეხმარონ. ჯერჯერობით, “ნიურნბერგისა” და “ჰამბურგის” ყოფილი ნახევარმცველი ოლივერ შტრაუბე გამოეხმაურა ამ ამბავს.

“ბრემეს შეგვიძლია შევთავაზოთ დამლაგებლის სამუშაო კერძო კომპანიაში. მას შეუძლია გაიგოს, რა არის მუშაობა და ამით თავის იმიჯს გაიუმჯობესებს. ეს ანდრეასს სარგებელს მოუტანს” – ამბობს შტრაუბე.

ბრემეს მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე უთამაშია – 1986, 1990 და 1994 წელს. სწორედ ბრემეს გოლმა მოაგებინა ჩემპიონობა გფრ-ს არგენტინასთან 1990 წელს. ანდრეასმა პენალტი გაუტანა სერხიო გოიკოეჩეას და გერმანელბმა 1:0 იმარჯვეს.

ილია კახელიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101524