სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

23:23 | 12.01.2018 | ნანახია 425 - ჯერ

პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე ქარისგან დამცავ ფარებს აყენებენ

პიონჩანგის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მთავარ სტადიონზე ქარისგან დამცავ ფარებს ამონტაჟებენ, რომელმაც ათლეტები და მაყურებლები თამაშების გახსნის დღეს ცივი ამინდისგან უნდა დაიცვას.

საორგანიზაციო კომიტეტის თქმით, პიონჩანგის ოლიმპიურ სტადიონზე 3,5 მ სიმაღლის და 510 მ სიგრძის პოლიკარბონატის დამცავი ფარის დაყენება დეკემბერში დაიწყო და ორშაბათისთვის უნდა დასრულდეს.

პიონჩანგი სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ცივი რეგიონია. ბოლო ათი წლის განმავლობაში, თებერვალში აქ ტემპერატურა საშუალოდ მინუს 4,5 გრადუსია.

ხუთკუთხა ღია სტადიონი, რომელიც ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიალებისთვისაა განკუთვნილი, ნულოვანი ტემპერატურის და ქარის დროს პრობლემურია.

მეტეოროლოგები 9 თებერვლის საღამოს, გახსნის ცერემონიალისას, მინუს 7 გრადუსს ტემპერატურას ვარაუდობენ, ქარის შემთხვევაში კი - მინუსს 14-ს!

თამაშების ორგანიზატორები გახსნის ცერემონიალზე 35 ათასს მაყურებელს ელიან, რომელთათვისაც დააყენებენ პორტაბელურ გამათბობლებს. მაყურებელი ასევე უზრუნველყოფილი იქნება წვიმისგან დამცავი მოსასხამებით, პლედებით და სკამებზე დასაფენი ბალიშებით. მათთვის ასევე იქნება გათვალისწინებული ცხელი სასმელი და საკვები. სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხუთი სადგურიც.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:02 | 13.01.2018
LApaata (542)

ჩვენ აქ რამეს უნდა ველოდოთ, ძიუდოისტები ხომ არ გავაგზავნოთ ერტი ორი მედალი იქნებ გაახერხონ?

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.060551