სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
სხვა

23:00 | 12.01.2018 | ნანახია 129 - ჯერ

ბუენოს აირესი-2018-ის მედლების დიზაინის კონკურსის ვადა ამოიწურა

დღეს ამოიწურა ბუენოს აირესის 2018 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედლების დიზაინზე საკონკურსო განაცხადებების მიღების ვადა.

ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების საუკეთესო დიზაინის ავტორს, აგრეთვე ორ მეორეადგილოსანს იანვრის ბოლოს საგანგებოდ შერჩეული ჟიური გამოავლენს. ჟიურის შემადგენლობაში რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად იქნებიან სპორტის ლეგენდები: ჰოკეიში ოლიმპიური ჩემპიონი და სოკ-ის ათლეტთა კომისიის ამერიკელი პრეზიდენტი ანჯელა რუგიერო და ბუენოს აირესი-2018-ის სოკ-ის საკოორდინაციო კომისიის პრეზიდენტი, ბადმინტონის ყოფილი ვარსკვლავი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ლი ლინგვეი.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედლების დიზაინისთვის კონკურსი შარშან 16 ნოემბერს გამოაცხადა, საუკეთესო ნამუშევრები კი იანვრის ბოლოს გამოვლინდება.

კონკურსში გამარჯვებულებს, გარდა იმისა, რომ ოლიმპიადის ისტორიის ნაწილი გახდებიან და მედლების კომპლექტით დააჩუქრდებიან, შესაძლებლობა მიეცემათ ბუენოს აირესის ახალგაზრდული თამაშების გახსნის ცერემონიალს და მედლების პრეზენტაციას დაესწრონ.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.051982