სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
კალათბურთი

12:19 | 12.01.2018 | ნანახია 1980 - ჯერ

“ტორონტომ” “კლივლენდი” გაანადგურა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“ტორონტომ” შინ “კლივლენდი” 133:99 გაანადგურა. კანადელები მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში სხვაობას ზრდიდნენ. “კლივლენდში” 26 ქულით ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა, რომელსაც ვერც ერთმა თანაგუნდელმა მხარი ვერ აუბა, ტორონტოელებმა კი გუნდური კალათბურთი ითამაშეს - შვიდმა კალათბურთელმა მინიმუმ 12 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის 22 ქულით საუკეთესო ვანვლეტი იყო. ამ გამარჯვებით “ტორონტომ” “კლივლენდს” გადაასწრო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

“ლეიკერსმა” საკუთარ დარბაზში “სან ანტონიო” 93:81 დაამარცხა. ლოს ანჯელესელები მესამე პერიოდის ბოლოს დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე უპირატესობა არ დაუთმიათ. მატჩში ყველაზე მეტი 26 ქულა ქულა ინგრამმა ჩააგდო, “სან ანტონიოში” 20 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა.

“ფილადელფია” – “ბოსტონი” 103:114 (28:23, 29:25, 22:37, 24:29)

https://www.youtube.com/watch?v=WC9upE8Hjps

“ტორონტო” – “კლივლენდი” 133:99 (30:24, 35:16, 35:32, 33:27)

https://www.youtube.com/watch?v=m5ibaYmnr4A

“საკრამენტო” – “კლიპრსი” 115:121 (21:29, 39:43, 29:28, 26:21)

https://www.youtube.com/watch?v=IfhmNxDVQAE

“ლეიკერსი” – “სან ანტონიო” 93:81 (20:15, 29:23, 19:24, 25:19)

https://www.youtube.com/watch?v=PPQkzHmxJnk

თეგებიNBA
სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:46 | 13.01.2018
geogoli (863)

კარგით რა ძმებო, მარტო კლივლენდი და კობი/ლებრონი არ არის კალათბურთი. მინიმუმ ბოსტონი-ფილადელფია იყო და Lონდონში ჩატარდა, მთელი პრემიერლიგა ესწრებოდა ბოლოსდაბოლოს.

17:36 | 13.01.2018
In vino veritas (2054)

გაიხარე!!! კალათბურთი ბევრად მეტია, ვიდრე რომელიმე ერთი კალათბურთელი, ლეგენდები მიდიან და მოდიან, NBA კი რჩება და არ კარგავს თავის ხიბლს. კობი-ლებრონის შედარების თემა უკვე ისეთივე მოსაბეზრებელი გახდა, როგორც წინასაარჩევნო რეკლამებია ხოლმე

23:11 | 12.01.2018
GIO-EUROPE (31)

ფორა მედო ტორონტოს და რა გააასწორა ვითომ მეფეს იმენა ხახაში გადაუყანყალეს,რა დოდოა ზოგჯერ მეცოდება

22:33 | 12.01.2018
temooo82 (839)

აქ რა მოსატანია, მაგრამ ევროლიგაზე ნახეთ მაკაბი_ბროზეს თამაშის მიმოხილვა ჯექსონმა რა იკისრა ბოლო წამებზე)

17:21 | 12.01.2018
FEDAL (6468)

https://www.google.ge/url?sa=t&rct=j&q=&esrc=s&source=web&cd=1&cad=rja&uact=8&ved=0ahUKEwivnfrmwdLYAhXD7BQKHdMqChcQtwIIJTAA&url=https%3A%2F%2Fwww.youtube.com%2Fwatch%3Fv%3D1ku-kYcUDNw&usg=AOvVaw1jFkrWgKvKJaZI1Xz6JgFa 19 წლის ღლაპი კობის გენიალური პერფომანსი ლეგენდარული ჩიკაგოს და მფრინავი მაიკლის წინააღმდეგ მაგიტომაც თქვა მაიკლმა შეტავაში და ერთი ერთზე თმაში არასებობს სულიერი ვინც კობის აჯობს და დაჩაგრავსო მათ შორის მეცო

17:07 | 12.01.2018
FEDAL (6468)

ადმინმა დგეს დაგლიჯა სუპერ რესპექტ მაგარი იყოო ეგრევე მეფის გაბახება სრაუზა დაუყოვნებლად შეგვატყობინა ეხლა ერთი თხოვნა მექნება ადმინთან და მაგის თუ შეასრულებს ვაბშე ვორლდ სპორტჯის ყველა გვერდის ყველა ზე მაგარი ადმინი იქნება ჩემი თხოვნა მდგომარეობს შემდეგში კაცურ კაცს ფორუმის მგელს ბექას მოუხნან ბლოკი

16:35 | 12.01.2018
FEDAL (6468)

levani82 ლევან კუნთაზე ძალადობა შენ ივნისის ბოლოს ნახე გუშინდელი მონაგონი იქნება მთლიანად ოკლენდი იძალადებს მეფეზე მის სამეფო კარზე

16:30 | 12.01.2018
levani82 (40607)

FEDAL

ბაჩან ნახე კუნთაზე როგორ იძალადეს. მორალური და ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენეს აბა ამხელა სხვაობის მერე სხვა რა უნდა დაწერო

16:08 | 12.01.2018
BEERTRANCE (95098)

ათხარეს "მეფე" ნერვებზე DDDDDDDDDDDDD

16:06 | 12.01.2018
აჩუ ზებრა !!! ( კორბენიტო ) (9520)

რაც შეეხება "რეპტილიებს" - დაბალანსებული და სოლიდური გუნდია. მთლად მხეცი და ნადირი არა, მაგრამ კარგები ნაღდად არიან. ყავთ მოთამაშეები, რომლებიც თავის თავზე აიღებენ თამაშს (პირველ რიგში დეროზანი). ასევე შეუძლიათ გუნდურადაც გავიდნენ ფონს.
ძალიან თამამ პროგნოზს გამოვთქვამ, მაგრამ მაინც: ერთი თვის წინ ტორონტოს საფეხბურთო გუნდმა მლს-ი მოიგო. კალათბურთში რასაც შვრებიან ვხედავთ. ჰოკეიშიც სოლიდური გუნდი ჰყავთ და ლიდერებში არიან.
ემანდ ისტორიული კანადური ტრიპლი არ გვაჯახონ რამდენიმე თვეში
დაგვრჩება ოხრად გოლდენზე და კავალიერსზე ამდენი სჯა-ბაასი

15:46 | 12.01.2018
აჩუ ზებრა !!! ( კორბენიტო ) (9520)

სეზონის არადამაჯერებელ სტარტს ხანგრძლივი მოგებათა სერია მიაყოლა კავსმა. თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა ისევ აურიეს. შეიძლება ეს ტომასის ბრალიცაა, რომელიც ტრავმის მერე დაბრუნდა და ისეთი პირი უჩანს, ძირითადის წევრი იქნება ბოლომდე. ის ახალი კაცია და შეთამაშება-დალაგებას დრო დასჭირდება. ლებრონიც ცოტა ვეღარაა და ალბათ პლეი-ოფის დაწყებამდე შიგადაშიგ დაასვენებენ ხოლმე, დროსაც შეუმცირებენ.
ცუდი ისაა, რომ შეიძლება საბოლოოდ ორი გუნდი გაუშვას თავისზე წინ კონფერენციაში - სელტიქსი და ტორონტო. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პირველი წრის გარდა ყოველ მომდევნო ეტაპზე ფინალის ჩათვლით (თუ გავიდა) მოედნის უპირატესობა კავსის მოწინააღმდეგეებს ექნებათ (თუ სენსაციები არ მოხდა და ფავორიტები არ გამოვარდნენ).

15:33 | 12.01.2018
baxt (1137)

ვინმეს მართლა სჯერა, რომ ტორონტოსთან და მინესოტასთან 30 ქულიანი წაგებებია კლივლენდის რეალური ძალა? შარშანდელი სიტუაცია მახსენდება, იქაც რეგულარულში 30 თამაშამდე წააგო, პირველობაც დაკარგა, მაგრამ პლეიოფი, სუპერფინალამდე ერთი ამოსუნთქვით მოიგო და იგივე გუნდებს უშანსოდ გადაურბინა.

15:13 | 12.01.2018
NudeDude (652)

ასეთ დროს ანალიზი კეთდება გუნდის ამჟამინდელ ფორმაზე, სამომავლო გეგმებზე თუ საჩემპიონო შანსებზე... მაშასადამე ცოტა უცნაურია ჩემთვის ეს "ვეჩნი სამკუთხედი" კობი ჯორდანი ლებრონი, ლებრონი კობი ჯორდანი... მე ამათ ყველას სუბიექტურად დურანტი მირჩევნია. ჰა წადი ახლა და მიჩივლე!

P.s ჰო მართლა კიდევ, თუ მიჩივლებ ბარემ იგიც მითხარი როდის მანახებ ტიტველ ქალს

15:07 | 12.01.2018
NudeDude (652)

ბანდაა კავალიერსი, აიზეა რომელი ირვინგის შემცვლელია... ლუ რაის მწვრთნელია?! მოკლედ შარშანდელზე სუსტი გუნდია წელს კავსი, გინდ აქედან იმასქენით და გინდ იქედან... ადრეც დავწერე, რომ კაირის გაშვებით და აიზეას მოყვანით ბებერ ვეიდთან ერთად გუნდი ვერ გაძლიერდება თქო და ა ბატონო... მეომრებთან ამ ბრადიაგებს შანსი აქვთ ზერო!

15:04 | 12.01.2018
NudeDude (652)

Holly shit..! That was so deep and so hurt

14:59 | 12.01.2018
O. Mertskhali (1438)

ახლა გადაასწრო თუ კაი ხანია უსწრებს???

14:40 | 12.01.2018
diadimaestro (1015)

ისე რა ცუდია ნბა ში სეზონის საუკეთესო იგროკის პრიზი რომ არ გაიცემა.მვპ კი არის მაგრამ ეგ მხოლოდ რეგულარულიდან გაიცემა.ფინალების მვპ კიდე მარტო ფინალებისაა და პლეიოფის დანარჩენი სტატიის იგრებს იგნორ უკეთებს.მოკლედ შეიძLება მოთამაშებ სეზონში მვპ + ბეჩედი + ფინალების მვპ მოიგოს და რეალურას სულ სხვა იგროკი იყოს მ კონკრეტული წლის საუკეთესო მოთამაშე.ჩემი აზრით შარშანდელი სეზონი ჯამში რეგულარულს + პლეიოფების საუკეთესო იგროკი ლებრონი იყო.

14:08 | 12.01.2018
Adegboieodigbinde (50)

ამხელა სხვაობით მარცხი იმაზე მიგვანიშნებს რომ არ არის კლივლენდი საჩემპიონო გუნდი. ყველაზე სამწუხარო კი ის არის რომ აღმოსავლეთს ამ ყველაფრის მიუხედავად აუცილებლად მოიგებენ.
გოლდენის ერთადერთი გამჩერებელი ოკლაჰომაა, ესეც იმ შემთხვევაში თუ გრინი აილეწა.
მინესოტას სკამი რო ყავდეს ეგეც გაახურებდა, მაგრამ სკამი აკლია + კლასიც პლეიოფის ამბებში.
მეფე მაინც მაგარია, მაგრამ ჯორდანთან ამის შედარება არ მოსულა.
კობი მე პირადად მირჩევნია, მაგრამ ლებრონი კარიერის ბოლოს აუცილებლად დაუდგება გვერდით კობის. სტატისტიკა ბევრს შვრება. ასე რო მეფეს მოძულეებო მეფე მაინც მეფეა

12:57 | 12.01.2018
FEDAL (6468)

ვააააა ვაააააა ეს რა ნახა ჩემა თვალებმა საგოლ ადმინ ვებერთელა მადლობა აი მომწონს უკვე კაია ასე გააგრძელე განსაკუთრებით სათაურით მოვიხიბლე გულზე მალამოდ მომედო, კობიმ 81 ქულა ჩაუგდო დინოზავრებს და ამან ტორონტოს ბენჩთან -34 ქულით წააგოო

12:51 | 12.01.2018
drosha ver dakiden (67)

გოლდენს სტეიტს ეს ჯოგი აღარ შეადაროთ, სირცხვილია! იბაკას და ლაურის გარეშე ტორონტოსთან განადგურდნენ, მანამდე მინისოტასთან განადგურდნენ, ესაა საჩემპიონო გუნდი?))) ლებრონი მაგარი კალათბურთელია მაგრამ ჯორდანამდე კი არა კობი ბრაიანტამდეც ვერ მივა. ლიგაში ლებრონს დურანტიც ჯობია და ჰარდენიც, ვესტბრუკი და ლებრონი იყოფენ 3–4 ადგილებს.

12:55 | 12.01.2018
FEDAL (6468)

+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++ ხშირად შემოდი ხოლმე ბრატ აქვს შენისთანა მცოდნე ხალხის დეფიციტია ფორუმზე

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.085217