სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ისტორია

9:42 | 12.01.2018 | ნანახია 183 - ჯერ

12 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1937 – დაიბადა მიხეილ მესხი. თბილისის ”დინამოში” თამაშობდა 1955-69 წლებში. 1970 წელს იცავდა თბილისის ”ლოკომოტივის” ღირსებას. საკავშირო ჩემპიონატების 285 მატჩში გაიტანა 53 გოლი, თასის 18 შეხვედრაში 5 ბურთი, ხოლო 53 საერთაშორისო მატჩში – 18. მიხეილ მესხი 1964 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და მოპოვებული აქვს ბრინჯაოს 3 მედალი (1959, 1962, 1967). ექვსჯერ შედიოდა ”33 საუკეთესოთა” შორის და ექვსივეჯერ პირველ ნომრად. 1965 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება. მიხეილ მესხი ევროპის თასის (მომავალში კონტინენტის ჩემპიონატის) გამარჯვებულია (1960). მონაწილეობდა 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში და 1966 წლის მუნდიალის შესარჩევ მატჩებში. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. მიწვეული იყო ფიფა-ს ნაკრებში. 1970 წლიდან ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ საფეხბურთო სკოლა ”ავაზას”. მიხეილ მესხი 1991 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა. მიხეილ მესხის სახელს ატარებს თბილისის ვაკის სტადიონი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1906 – საფეხბურთო წესების შემდგენელმა კომიტეტმა, ფეხბურთელებს ბურთის წინ გადაცემის უფლება დართო.

1908 – ლონდონის ”ჩელსიმ”, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის პირველ ეტაპზე ”უორკსოპს” 9:1 მოუგო. ”არისტოკრატთა” ფორვარდმა, ჯორჯ ჰადსონმა 6 გოლი გაიტანა. ეს მაჩვენებელი, 1939 წელს რონი რუკმა გაიმეორა.

1921 – კენესიუ მაუნთინ ლენდისი, ბეისბოლის ეროვნული ლიგის (MLB) პირველ კომისრად აირჩიეს.

1930 – ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში, ”ბოსტონ ბრუინზმა” ზედიზედ მეთოთხმეტე შეხვედრა მოიგო, რაც იმ დროისათვის, ლიგის სარეკორდო მაჩვენებელი გახლდათ.

1951 – ეზარდ ჩარლზმა, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის, ლი ომა მეათე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1958 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ”სირაკუზი ნეშენალზის” მოთამაშე, დოლფ შეიესმა, რეგულარული პირველობის მატჩებში 11 700 ქულა გააკეთა, რითაც NBA-ს ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

1960 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის, ”სირაკუზი ნეშენალზის” მოთამაშე, დოლფ შეიესმა რეგულარული პირველობის მატჩებში, კალათბურთელთაგან პირველმა მოახერხა 15 ათასი ქულის დაგროვება.

1966 – ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ ”ბოსტონ სელტიკსის” მწვრთნელმა, რედ აუერბახმა, გუნდთან ერთად მეათასე მოგება იზეიმა.

1988 – ბეისბოლის კლუბ ”პიტსბურგ პირეიტსის” ყოფილი მოთამაშე, ვილი სტარჯილი ”დიდების დარბაზში” აირჩიეს.

1991 – მელვინ სტიუარტმა, 200 მეტრზე ბატერფლაის სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (1:55.69).

1994 – ფიფამ უელსის საფეხბურთო ასოციაცია 7 ათასი გირვანქათი დააჯარიმა. ამის მიზეზი, 1993 წლის ნოემბერში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ჩეხებთან თამაშისას, კარდიფის ”ნინიან პარკის” სტადიონზე მომხდარი არეულობა გახდა, რასაც ერთი გულშემატკივრის სიცოცხლე შეეწირა.

1997 – პლანეტის ყველაზე მდიდარმა სპორტსმენმა, გოლფისტმა ტაიგერ ვუდსმა, ”მერსედესის” ჩემპიონატი მოიგო.

2005 – მადრიდის ”რეალისა” და ”მონაკოს” ყოფილი ფორვარდი, ფერნანდო მორიენტესი, 5.5 მილიონ გირვანქად ”ლივერპულში” გადავიდა.

2008- კრიშტიანუ რონალდუმ, “მანჩესტერის” შემადგენლობაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. იმ დღეს, “ოლდ ტრაფორდელებმა” “ნიუკასლს” 6:0 მოუგეს და სატურნირო ცხრილში “არსენალის” გასწრებით, პირველ საფეხურზე აღზევდნენ.

2009 – პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდო და ბრაზილიის ქალთა ნაკრების თავდამსხმელი მარტა, ციურიხში გამართული ფიფას გალა-დაჯილდოვებაზე, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელებად დაასახელეს. მამაკაცთა შორის მეორე-მესამე ადგილებზე, ლეო მესი და ფერნანდო ტორესი გავიდნენ.

2013 - ინგლისის პრემიერლიგის მატჩში “სტოკ სიტის” ფეხბურთელმა უოლტერსმა “ჩელსისთან” დაპირისპირებისას 2 ავტოგოლი მიითვალა, შემდეგ კი პენალტიც ვერ გაიტანა. მატჩი “ჩელსიმ” 4:0 მოიგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1921 – ჯონ ჰენრი დევისი. ამერიკელი მოკრივე. ქვემძიმე წონით კატეგორიაში, 1948 და 1952 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1934 – ბარდიტ ჰალდორსონი. ამერიკელი კალათბურთელი. 1956 და 1960 წლების ოლიმპიური ჩემპიონი.

1937 – მიხეილ მესხი. თბილისისდინამოშითამაშობდა 1955-69 წლებში. 1970 წელსიცავდათბილისისლოკომოტივისღირსებას. საკავშირო ჩემპიონატების 285 მატჩში გაიტანა 53 გოლი, თასის 18 შეხვედრაში 5ბურთი, ხოლო 53 საერთაშორისო მატჩში – 18. მიხეილ მესხი 1964 წელს გახდასაბჭოთა კავშირისჩემპიონიდა მოპოვებული აქვს ბრინჯაოს სამი მედალი (1959, 1962, 1967). ექვსჯერშედიოდა ”33 საუკეთესოთაშორისდა ექვსივეჯერ პირველ ნომრად. 1965 წელს მიენიჭა სპორტისდამსახურებული ოსტატის წოდება. მიხეილმესხი ევროპის თასის (მომავალში კონტინენტის ჩემპიონატის) გამარჯვებულია (1960). მონაწილეობდა 1962წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში და 1966 წლის მუნდიალის შესარჩევმატჩებში.საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 36 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. მიწვეულიიყო ფიფას ნაკრებში. 1970 წლიდანხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ საფეხბურთო სკოლაავაზას”. მიხეილ მესხი 1991 წლის 22აპრილს გარდაიცვალა. მიხეილ მესხის სახელს ატარებს თბილისისვაკის სტადიონი.

1944 – ჯო ფრეზერი. სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოკრივეთა შორის, ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. 1968 წელს, მუჰამედ ალის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს და ახალი ჩემპიონის გამოსავლენად ჩატარებულ ორთაბრძოლაში, ჯო ფრეზერმა, ბასტერ მეტისი დაამარცხა. იგი სუპერმიმე წონაში უძლიერესი მოკრივის ტიტულს 1973 წლამდე ფლობდა, იმ წლის 22 თებერვალს კი, ჯორჯ ფორმენთან წააგო. ჯო ფრეზერს პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული აქვს 37 შეხვედრა, რომელთაგანაც 32 მოიგო, მათ შორის 27 ნოკაუტით.

1944 – ვლასტიმილ ჰორტი. ჩეხოსლოვაკიელი დიდოსტატი. მოგვიანებით, ჩეხმა მოჭადრაკემ გერმანიის მოქალაქეობა მიიღო.

1946 – ჰელმუტ კიოგლბერგერი. ავსტრიელი ფეხბურთელი. ამ ქვეყნის უპირველესი დივიზიონის, ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მოთამაშე. კიოგლბერგერმა ავსტრიული ბუნდესლიგის 425 მატჩში გაიტანა 211 გოლი.

1949 – ოტმარ ჰიტცფელდი. გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა შვეიცარიულ “ლუგანოში”, “ბაზელსა” და “ლუცერნში”, გერმანულ “შტუტგარტში”. “ბაზელის” რიგებში გამოსვლისას მოგებული აქვს შვეიცარიის ჩემპიონობა (ორჯერ) და თასი. 1973 წელს, გახდა შვეიცარიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. წვრთნიდა შვეიცარიულ “ცუგს”, “არაუს” და “გრასჰოპერს”, დორტმუნდის “ბორუსიასა” და მიუნხენის “ბაიერნს”. დამრიგებლობისას მოგებული აქვს ორჯერ შვეიცარიის პირველობა, სამჯერ შვეიცარიის თასი, შვიდჯერ გერმანიის ჩემპიონობა, სამჯერ თასი. დორტმუნდელებსა და მიუნხენელებს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, “ბაიერნს” საკონტინენტთაშორისო თასიც. 1997 და 2001 წლებში დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად. აღიარეს “ბაიერნის” ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად. ამჟამად, შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

1960 – დომინიკ უილკინსი. ამერიკელი კალათბურთელი. კარიერის დიდი ნაწილი გაატარა ”ატლანტა ჰოუკსში”. თამაშობდა ”ბოსტონ სელტიკსში”, ”იუტა ჯაზში”, ”სან ანტონიო სპერზში”, აგრეთვე, საბერძნეთისა და იტალიის კლუბებში. დომინიკ უილკინსმა ცხრაჯერ ითამაშა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ”ყველა ვარსკვლავის” მატჩში.

1961 – ანდრეა კარნევალე. ნეაპოლის ”ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი. სამხრეთიტალიელთა გუნდის ღირსებას დიეგო მარადონასთან ერთად იცავდა და ქვეყნის ჩემპიონობასთან ერთად, მოპოვებული აქვს უეფას თასიც.

1967 – მარკო ბუგერი. ”ვაალვაიკის”, როტერდამის ”სპარტას” და ლონდონის ”ვესტ ჰემ იუნაიტედის” ფეხბურთელი.

1969 – რობერტ პროსინეჩკი. იუგოსლავიისა და ხორვატიის ნაკრების, ზაგრების “დინამოს”, ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას”, მადრიდის “რეალის”, “ბარსელონას”, “სევილიას”, “ოვიედოს”, “კროაციას”, “პორტსმუთის”, ლიუბლიანის “ოლიმპიას” ფეხბურთელი. 1991 წელს, “ცრვენა ზვეზდასთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა თასი. ამჟამად, ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. 1998 წლის მსოფლიოს პირველობის პრიზიორი. მოგებული აქვს იუგოსლავიის, ესპანეთის, ხორვატიის და სლოვენიის ეროვნული ჩემპიონატები. 1987 წელს, იუგოსლავიის ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში, გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და აღიარეს ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ.

1975 – ჟოსელინ ტრიბალტი. ”მონრეალ კანადიენსის” გოლკიპერი.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:16 | 13.01.2018
ogafa (5854)

მიხეილ მესხი.

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.059178