სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ფეხბურთი

2:32 | 7.01.2018 | ნანახია 2660 - ჯერ

ოთარ კაკაბაძის საგოლე პასით "ხიმნასტიკმა" ბოლო წუთზე მოიგო (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ადელანტეს XXI ტურში ტარაგონას “ხიმნასტიკმა” მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დაამარცხა რა, მადრიდში, “რაიო ვალეკანო” – 3:2.

კატალონელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მეოთხე დამატებულ წუთზე გაიტანეს. ამაში კი ძალზე დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეიტანა. 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, მოწინააღმდეგეს თავბრუ დაახვია და საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, სადაც მანუელ ბარეირომ მეორე სართულზე ყველას აჯობა და “ნასტიკს” მოაგებინა. ქართველი მცველისთვის ეს მიმდინარე სეზონში (ლიგა ადელანტეში) მე-17 მატჩი და მეორე საგოლე გადაცემა გამოდგა.

კაკაბაძემ ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა. საგოლე პასის გარდა ჩვენებური ყვითელ ბარათსაც გამორჩა (მე-18 წუთზე).

უშუალოდ “ხიმნასტიკს” რაც შეეხება – ტარაგონელები 20 შეხვედრაში მოპოვებული 24 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
02:05 | 08.01.2018
O. Mertskhali (1438)

++

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.059309