ფეხბურთი

23:00 | 4.01.2018 | ნანახია 1557 - ჯერ

მცველები, ბომბარდირები...

არსებობს ასეთი გამოთქმა - საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმააო. თუმცა, წლების წინ, როდესაც ტურინის “იუვენტუსმა” სკუდეტო მწირი რაოდენობის გაშვებული გოლებით მოიგო, მასიმილიანო ალეგრიმ საპირისპირო თქვა: საუკეთესო თავდასხმა, თავდაცვა გახლავთო.

ფეხბურთში ორივე ზმეოხსენებული ფრაზა სიმართლესთან საკმაოდ ახლოსაა. პრემიერლიგის ბოლო ტურში “ჩელსის” ესპანელმა ფეხბურთელმა მარკოს ალონსომ მიმდინარე სეზონში მეექვსე გოლი შეაგდო, რაც მცველისთვის ჩინებული შედეგია. საერთოდაც, ალონსო მცველებს შორის საუკეთესო ბომბარდირია არამარტო პრემიერლიგის, არამედ ტოპ ხუთი ჩემპიონატების ეგიდით.

უკვე გამცნეთ, რომ მარკოსზე მეტი ინგლისის ჩემპიონატში წელ არავის გაუტანია (საუბარია მხოლოდ მცველებზე). ახლა საინტერესოა, რა სიტუაციაა ამ მხრივ იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში...

საფრანგეთის ლიგა 1-ს ბომბარდირი მცველი ამ დროისთვის პსჟ-ს ბელგიელი ფეხბურთელი ტომას მუნიე გახლავთ, რომლის ანგარიშზე 3 გოლია. ასეთივე შედეგით იწონებენ თავს ბუნდესლიგისა და სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი მცველები. მაგრამ, ლიგა 1-სგან განსხვავებით, უფრო მრავალფეროვანადაა საქმე.

ბუნდესლიგაში პირველი წრის შემდეგ სამ-სამი გოლი აქვთ გატანილი “შალკეს” უკანახაზელ ნალდოსა და “გლადბახის” მცველებს, მატიას გინტერსა და იანიკ ვესტერგაარდს.

სერია A-ში კიდევ უფრო მძაფრი კონკურენციაა გოლეადორ მცველებს შორის, თუმცა საუკეთესო შედეგი ჯერჯერობით ამ შემთხვევაშიც 3 გოლია – რომის “ლაციოს” უკანახაზელები სტეფან დე ვრეი და ბასტოსი, “ვერონას” გამოცდილი მცველი მარტინ კასერესი, "ნაპოლის" სენეგალელი ლეგიონერი კალიდუ კულიბალი, “ინტერის” ნიჭიერი ფეხბურთელი მილან შკრინიარი და “ატალანტას” წევრი მატია კალდარა. ყველა მათგანის აქტივში 3-3 გოლია.

და ბოლოს, ესპანეთის ლა ლიგა - პირინეიზე მცველები შედარებით პასიურობენ და საუკეთესოები თავს მხოლოდ ორ-ორი გოლით იწონებენ: არიც ელუსტონდო (“რეალ სოსიედადი”), ხუანპე (“ჟირონა”), ფაბიან შარი (“დეპორტივო”), ზუჰარ ფედალი (“ბეტისი”), სერხი გომესი (“სელტა”) და კლემენ ლენგლე (“სევილია”).

2016-2017 წლების სეზონში მხოლოდ შიდა ჩემპიონატების მონაცემებით მცველებს შორის გოლებით მატია კალდარა (“ატალანტა”) და სერხიო რამოსი (“რეალი”) გამოირჩნენ (7-7 გოლით). ჯერჯერობით, “სამეფო კლუბის” კაპიტანი მიმდინარე სეზონს მშრალად ატარებს. აი, კალდარამ სამი გოლის გატანა როგორც უკვე გითხარით, მოასწრო...

ვესტ ჰემი   0 - 3    ბრაიტონი

შემადგენლობა

მოვლენები

ჩელსი   4 - 2    უოტფორდი

შემადგენლობა

მოვლენები

ჰადერსფილდი   2 - 1    მანჩესტერი

შემადგენლობა

მოვლენები

სიტი   3 - 0    ბარნლი

შემადგენლობა

მოვლენები

სტოკი   1 - 2    ბორნმუთი

შემადგენლობა

მოვლენები

სუონსი   1 - 2    ლესტერი

შემადგენლობა

მოვლენები

ნიუკასლი   1 - 0    კრ. პალასი

შემადგენლობა

მოვლენები

საუთჰემპტონი   1 - 0    ვესტ ბრომვიჩი

შემადგენლობა

მოვლენები

ევერტონი   2 - 5    არსენალი

შემადგენლობა

მოვლენები

ტოტენჰემი   4 - 1    ლივერპული

შემადგენლობა

მოვლენები

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:17 | 05.01.2018
quentin (265)

არც ალონსოა მცველი და არც მუნიე... კულიბალის და დევრის გოლები უფრო დასაფასებელია.

12:41 | 05.01.2018
quentin (265)

არც ალონსოა მცველი და არც მუნიე... კულიბალის და დევრის გოლები უფრო დასაფასებელია.

10:57 | 05.01.2018
quentin (265)

არც ალონსოა მცველი და არც მუნიე... კულიბალის და დევრის გოლები უფრო დასაფასებელია.

სტატისტიკა
პრემიერლიგა - ტური 24
  • 20 იანვარი, 2018
  • ბრაიტონი 0 - 4 ჩელსი
  • არსენალი 4 - 1 კრ. პალასი
  • ბარნლი 0 - 1 მანჩესტერი
  • ევერტონი 1 - 1 ვესტ ბრომვიჩი
  • ლესტერი 2 - 0 უოტფორდი
  • სტოკი 2 - 0 ჰადერსფილდი
  • ვესტ ჰემი 1 - 1 ბორნმუთი
  • სიტი 3 - 1 ნიუკასლი
  • 21 იანვარი, 2018
  • საუთჰემპტონი 1 - 1 ტოტენჰემი
  • 22 იანვარი, 2018
  • სუონსი 1 - 0 ლივერპული
პრემიერლიგა - ტური 25
  • 30 იანვარი, 2018
  • ჰადერსფილდი - ლივერპული
  • სუონსი - არსენალი
  • ვესტ ჰემი - კრ. პალასი
  • 31 იანვარი, 2018
  • ჩელსი - ბორნმუთი
  • ევერტონი - ლესტერი
  • ნიუკასლი - ბარნლი
  • საუთჰემპტონი - ბრაიტონი
  • სიტი - ვესტ ბრომვიჩი
  • სტოკი - უოტფორდი
  • ტოტენჰემი - მანჩესტერი
0.158849