ფეხბურთი

18:25 | 30.12.2017 | ნანახია 1691 - ჯერ

ბუფონი ჰარი კეინით აღფრთოვანებულია

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდ ჰარი კეინს კომპლიმენტებს უძღვნის. 39 წლის იტალიელის განცხადებით, კარიერის განმავლობაში არაერთ დიდ ფეხბურთელს შეხვედრია და კეინიც მათ შორისაა.

“ფეხბურთელს ყოველთვის შეუძლია მუშაობა და საკუთარი მახასიათებლების გაუმჯობესება, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც ვერ ისწავლი. ჩემი აზრით, ჰარი კეინი ბომბარდირობის ინსტიქტით დაიბადა.

ჩემი კარიერის განმავლობაში ისეთი ფეხბურთელები მინახავს, როგორებიც რონალდო, კრიშტიანუ რონალდუ, ინძაგი და ბატისტუტაა. ფეხბურთელები, რომელთაც გოლის გატანის ბუნებრივი ინსტიქტი ჰქონდათ. კეინიც ამ ფეხბურთელების კატეგორიაშია. ყოველთვის მინდოდა საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში და კეინიც ერთ-ერთი საუკეთესოა. არ მეშინია ძლიერების, პატივს ვცემ მათ და მომწონს მათთან დაპირისპირება, რადგან ეს ამბობს, რომ უმაღლეს საფეხურზე თამაშობ და ეს ყოველთვის მომწონდა.

“ტოტენჰემთან” ორი ურთულესი შეხვედრა გველოდება, ჰარი კეინი კი დიდი საფრთხეა, მაგრამ ეს ერთადერთი პრობლემა არაა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა. ვერ გეტყვით, რომ ამის გამო ზეწოლას განვიცდი, მაგრამ ეს მიზანი რჩება დიდ ამბიციად”, - უთხრა ბუფონმა Mirror-ს.

შეგახსენებთ, ჰარი კეინმა 2017 წელი ფანტასტიკურად ჩაატარა და ყველაზე მეტი გოლიც გაიტანა (56). გარდა ამისა, ჰეთ-თრიქების რაოდენობითაც ყველაზე აჯობა. “იუვენტუსისა” - “ტოტენჰემის” მატჩები თებერვალსა და მარტში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:17 | 01.01.2018
ogafa (5854)

სტატისტიკა
0.183935