სარეკლამო ადგილი - 2
729 x 91
სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

10:34 | 18.12.2017 | ნანახია 9882 - ჯერ

სეზონის ოქროს გვირგვინი

3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო, 5 მედალი 6 შესაძლებლიდან და აქამდე არნახული შედეგი – 4 ფინალისტი ერთ-ერთ უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე. სანქტ პეტერბურგში, 16-17 ნოემბერს გამართული მასტერსი ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) წაუგებლად ჩაამთავრეს და ოქროს მედლებთან ერთად 1800-1800 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავეს. ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ) უმაღლეს ტიტულამდე ერთი მოგება დააკლდა. ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

მასტერსის ისტორიაში ქართველ ძიუდოისტებს აქამდე მხოლოდ 2 ოქროს მედალი ჰქონდათ მოპოვებული. 2013 წელს ადამ ოქრუაშვილს და 2015 წელს ბექა ღვინიაშვილს.

ბექა ღვინიაშვილმა მეორე ოქროსკენ გზაზე ოთხი მეტოქე დაამარცხა. ფინალამდე უზბეკი იახიო იმამოვი, უნგრელი კრისტიან ტოთი და ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილი ჩამოიშორა. ფინალში კი მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონს - სამხრეთკორეელ დონგან გვაკს ეფექტური გდებით აღებული ვაზარი შებოჭვით დაუსრულა.

ვარლამ ლიპარტელიანმა დილის პროგრამაში კუბელ ენდი გრანდას, რუს კირილ დენისოვსა და უნგრელ მიკლოშ ცირიენიკსს მოუგო. ხოლო ფინალში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერს - ჰოლანდიელ მაიკლ კორელს ვაზარით სძლია.

გურამ თუშიშვილმა მასტერსი ასევე მსოფლიოს ყველაზე მაღალქულიანი მძიმეწონოსნის - ბრაზილიელი დავიდ მოურასთვის შესრულებული იპონით დააგვირგვინა. ფინალამდე თუშიშვილმა რუსი ანტონ კრივობოკოვი, კუბელი ალექს გარსია მენდოზა და ბრაზილიელი რაფაელ სილვა დაამარცხა.

ქართველ ძიუდოისტთაგან რუსულ ტატამზე უმედლოდ მხოლოდ ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) დარჩა.

მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

ძიუდო

მასტერსი

სანქტ პეტერბურგი

16-17 დეკემბერი

კაცები

60 კგ

1 რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია)

2 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

3 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

3 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

66 კგ

1 ხერლან განბოლდი (მონღოლეთი)

2 იელდოს ჟუმაკანოვი (ყაზახეთი)

3 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

3 ბარუჩ შმაილოვი (ისრაელი)

73 კგ

1 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

2 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

3 ტომი მაციასი (შვედეთი)

81 კგ

1 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

2 ასლან ლაპინაგოვი (რუსეთი)

3 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია)

3 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

2 დონგჰან გვაკი (სამხრეთ კორეა)

3 კენტა ნაგასავა (იაპონია)

3 ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)

100 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

2 მაიკლ კორელი (ჰოლანდია)

3 მიკლოშ ცირიენიკსი (უნგრეთი)

3 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)

+100 კგ

1 გურამ თუშიშვილი (საქართველო)

2 დავიდ მოურა (ბრაზილია)

3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)

3 ალექს გარსია მენდოზა (კუბა)

ქალები

48 კგ

1 ფუნა ტონაკი (იაპონია)

2 ირინა დოლგოვა (რუსეთი)

3 ბოკიეონგ ჯეონგი (სამხრეთ კორეა)

3 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

52 კგ

1 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

2 ამანდინ ბუჩარი (საფრანგეთი)

3 ალექსანდრა-ლარისა ფლორიანი (რუმინეთი)

3 ერიკა მირანდა (ბრაზილია)

57 კგ

1 სუმია დორჟსურენი (მონღოლეთი)

2 ცუკასა იოშიდა (იაპონია)

3 იუჯეონგ კვონი (სამხრეთ კორეა)

3 ჰელენ რესევო (საფრანგეთი)

63 კგ

1 მიკუ ტაშირო (იაპონია)

2 ნამი ნაბეკურა (იაპონია)

3 კლარის აგბენონუ (საფრანგეთი)

3 ჟუულ ფრანსენი (ჰოლანდია)

70 კგ

1 მარია პორტელა (ბრაზილია)

2 ბარბარა მატიჩი (ხორვატია)

3 ანა ბერნჰოლმი (შვედეთი)

3 მარი ევ გაიე (საფრანგეთი)

78 კგ

1 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)

2 მადელენ მალონგა (საფრანგეთი)

3 გუსი სტენჰუისი (ჰოლანდია)

3 კარენ სტივენსონი (ჰოლანდია)

+78 კგ

1 მინეონგ კიმი (სამხრეთ კორეა)

2 იდალის ორტიზი (კუბა)

3 მარია სუელენ ალტემანი (ბრაზილია)

3 ლარისა ცერიჩი (ბოსნია ჰერცეგოვინა)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:50 | 21.12.2017
ჯაშიაშვილი (146)

სტატია რომ არ ყოფილა მაგას ვამბობ, სტატისტიკა ვიკითხე მასტერსთან დაკავშირებით.

20:21 | 21.12.2017
ჯაშიაშვილი (146)

ამაზრზენი საქციელი და ქმედება აქვს არა მარტო რუსეთის ძიუდოს ფედერაციას, არამედ მთლიანად საერთაშორისო ფედერაციასაც. სტატისტიკა თუ გაქვთ დადეთ რომელიმემ რა. როდის მოიგო მასტერსი რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელმა 90; 100 და +100 ერთდროულად? ერთი სტატია დაგვამადლეს ამ არაკაცების ბრბომ. რუსების საიტზე 81 კილოთი დამთავრდა საერთოდ ეს ტურნირი ფაქტიურად. ჩვენმა ლომებმა იმიტომ უნდა მოუმატონ რომ მაგათ ისწავლონ ჩვენი ბიჭები პატივისცემა.

20:42 | 21.12.2017
G.G.G (92)

შეგიძლია დადო ლინკი რა სტატიას გულისხმობ?

19:49 | 20.12.2017
arsena8 (243)

ჭრიკიშვილი რომ დაბრუნდეს 81-ში და ძველებურის ნახევარი მაინც შეძლოს , ოლიმპიადისთვის 3 ოქროს გაქაჩავენ .

18:23 | 21.12.2017
G.G.G (92)

კაი ძმურად, ამ ერთი მართლაც კარგი შედეგით უზომოთ გადაჭარბებულ მოლოდინებს ნუ შევიქმნით.
ის ფაქტი რომ რინერი არ ჭიდაობდა და იაპონელებიც არ იყვნენ სრული შემადგენლობით არ უნდა დაგვავიწყდეს.

14:13 | 20.12.2017
ალექსანდრე (4317)

27-28 დეკემბერს ტარდება საქართველოს ჩემპიონატი ძიუდოში, საიდანც არცერთი ლიდერი არ არის გათავისუფლებული. პაპინაც, მარგველაც, ბექაც, ლიპოც თუშიც, ადამაც და სხვებიც გამოვლენ. გათავისუფლება ეხება მარტო ჩირიკას, რომელიც ბოლომდე არ არის მწყობრში.

14:14 | 20.12.2017
ალექსანდრე (4317)

ასევე გამოვა მარგიანი, ზებედა და მათიაშვილი...

12:09 | 20.12.2017
lagashi (2123)

რა პრეტენზიებიც მწვრთნელთა მიმართ იყო დაგროვილი ერთიანად განეიტრალდა, მაგრამ საინტერესოა რა გაგრძელება მოჰყვება ამ საუცხოო შედეგს, გაისად გამოჩნდება, ამ მწვრთნელთა შტაბის პირობებში მართლაც პროგრესის გზას დაადგა ძიუდოისტთა ნაკრები თუ არა .

20:11 | 18.12.2017
BEERTRANCE (95098)

ახლა ეგეც გვასიამოვნონ და ქებამ არ აწყინოთ

17:28 | 18.12.2017
tiko (5086)

კიდევ და კიდევ დიდი მადლობა,ფედერაციას , მწვრთნელებს, ბიჭებს, და იმ ყველა ადამიანს ვინც ამ ბიჭების გვერდით იდქა და ჩვენ გულშემატკივრებს

17:24 | 18.12.2017
tiko (5086)

მალადეც ჩვენს ლომ კაცებს, მომავალი წლიდან ვნახავთ ბევრად კარგ შედეგებს ამ წელთან შედარებით ნუ ამ მასტერს არ ვგულისხმობ ეს იყო დიდებული დასასრული (ცუდი) დასაწყისის, მალე იაპონელებსაც ვნახავთ გაგორებულებს

14:43 | 18.12.2017
tomuri (1382)

81-ში არავინ ჩან რეალური კანდიდატი რომელიც შედეგს დადებს სამწუხაროდ,

21:44 | 18.12.2017
ალექსანდრე (4317)

ტატალაშვილი და კაციაშვილი ფორმაში ჩადგებიან და 2018 წელს მათგან გვექნება შედეგები. ორივე მაღალი დონის ძიუდოისტია.

12:04 | 20.12.2017
lagashi (2123)

ხომ არ იცი გუგავა რატომ არ ჩანს? 2016 წლის თბილისის ტურნირზე კარგად იჭიდავა

15:57 | 19.12.2017
G.G.G (92)

კაციაშვილმა ოპერაცია გაიკეთაო და ხო არ იცი რამდენად სერიოზული იყო ტრამვა? და როდისთვის იწყებს ვარჯის?

20:05 | 19.12.2017
ალექსანდრე (4317)

მხარი ქონდა ამოვარდნილი, უკვე ვარჯიშობს, მთელი დატვირთვით ჯერ არა. თებერვლისთვის უნდა დაბრუნდეს.

20:42 | 19.12.2017
G.G.G (92)

მადლობა, გაიხარე!

12:27 | 18.12.2017
mindia (2259)

გილოცავთ ყველას, დიდი მიღწევაა მასტერსზე სამი ოქრო, პესიმისტური შეგრძნებები რომელიც რამოდენიმე ტურნირის ჩაგდების მერე დაგვეუფლა, ამ ტურნირზე სრულად გაგვიქრო ნაკრებმა.

ტურნირის ფორმატი აშკარად საჩვენოა ისე, ცოტა შეხვედრის ჩატარება ანუ გამძლეობას ნაკლები მნიშვნელობა აქვს და შედეგიც დაიდო. მომავალ სეზონს იმედია პირველი ადგილები გვექნება რეიტინგში, ამის რეალური პერსპექტივა რამოდენიმე ჩვენიანს ნამდვილად აქვს.

12:11 | 18.12.2017
FEDAL (6468)

ვაააახ რა მაგარი დღე იყო სუპერი არნახული გაუგონარი მასტერსზე სამი ოქრო სასწაული შედეგია სუპერი ვილოცავ სუყველს აბსოლიტურად ფორუმელებსაც და ძიუდოისტებსაც და გულშემატკივრებსაც მართლაც სუპერ შედეგით დავამთავრეთ სეზონი იაპონელებსაც კი შეშურდებოდათ მასტერსი ჯიუდოში ლამის მსოფლიო ჩემპიონატის ტოლფასია აქ ყველა ვერ მოხდება მხოლოდ საუკეთესოები და უძლიერესები გამოდიან ბექას მალადეც მაგრად გარდაისახა პირველი ორთაბრძოლის შემდეგ მეჭვებოდა ოქროს მოგება მაგრამ ბექამ სხვატკიდან სხვატკამდე უმატა ლიპოზე ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი არც მინერვიულია მაგის ჭიდაობებზე ვიცოდი რომ ეს უბრალო ფორმალობა იყო ოქროს ვერავინ ვერ წართმევდა ლიპო პროფესორების პროფესორია თუშისაც მალადეც კუბელთან და სილვასთან ასეთი მომქანცველი ბრძოლების მერე ეჭვებში ვიყავი გამძლეობას არ ეღალატა აბა მოურა თუშის მომგები არ იყო სამივემ ფინალში არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვა ერთი თავით მაღლა იყვნენ მეტოქეებზე

11:07 | 18.12.2017
BEERTRANCE (95098)

ამას ქვია მოუჟვენ ღრუსეთს შუაგულში თან.

13:59 | 18.12.2017
miriani (2510)

კიიიი... შიგ პუტინში.... :-D

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.076629