კალათბურთი

18:40 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"აველინოსთან" წაგებულ მატჩში სანაძემ 10 ქულა მიითვალა

იტალიის სერია „ა“-ს მე-4 ტურში მარცხი განიცადა დუდა სანაძის „ფლეს პისტოიამ“. ქართველი უკანახაზელის გუნდმა დღეს, 22 ოქტომბერს „აველინოს“ უმასპინძლა და 71:86 დამარცხდა.

სანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 6-დან 3 ოქრულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში დუდამ 10 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. პისტოიელთაგან 15 ქულით საუკეთესო რონალდ მური გახლდათ.

2 მოგებითა და 2 მარცხით „პისტოია“ ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი სანაძის გუნდს 29 ოქტომბერს, სტუმრად „ვარეზესთან“ ელის.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114854